კრიმინალური შემთხვევები ქვეყანაში 54 %-ით გაიზარდა

კრიმინალური შემთხვევები ქვეყანაში 54 პროცენტით გაიზარდა. 2018 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 20 ათასით მეტი დანაშაული მოხდა.

112%-ით არის გაზრდილი ადამიანის სიცოცხლის წინააღდეგ მიმართული დანაშაული, 150%-ით მოიმატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი. 122%-ით არის გაზრდილი ოჯახში ძალადობის ფაქტები.

ქურდობის შემთხვევები ქვეყანაში 86 პროცენტით გაიზრდა. ხულიგნობა – 42%-ით. გაუპატიურება – 62 პროცენტით. მუქარა – 270 პროცენტით.

150 პროცენტით არის გაზრდილი კომპიუტერული დანაშაული. ქვეყანაში ნარკოდანაშაულის 200-პროცენტიანი მატებაა ფიქსირდება, საუბარია ნარკოტიკული საშუალებების კულტივაციაზე.

ამ დანაშაულის კატეგორიის ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების მთავარ გამოწვევებად ასახელებს. 54 პროცენტით გაზრდილ დანაშაულს სამინისტროში მკაცრი აღრიცხვის სისტემით ხსნიან.

დღეს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, პრაქტიკულად აღიარა, რომ წინა წლებში დანაშაულს სამინისტრო მალავდა, სტატისტიკას ზუსტად არ აღრიცხავდა, ამ ხარვეზის გამოსწორებამ კი დრამატული მონაცემები აჩვენა.

გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის რიცხვი, რაც მომხდარი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელზეც აისახა. სამართალდამცველებმა, 2017 წელთან შედარებით, 20 პროცენტით ნაკლები დანაშაული გახსნეს.

newsmedia.ge