ყველაზე კულინარიული და გემრიელი პაექრობა რესტორან ლაზიკაში იწყება!

TVM NEWS-ის გამოცდილი და კვალიფიცირებული მედია ჯგუფის ორგანიზებით ხორციელდება კულინარიული პროექტი სახელწოდებით: „გემრიელი პაექრობა“, რომლის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ განათლებას და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები პროფესიული ჩარჩოს მიღმა გააცნოს საზოგადოებას. ჩვენი მიზანია ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს მაყურებლებს სულ სხვა თვალით დავანახოთ ამა თუ იმ სკოლის, კოლეჯის, უმაღლესი სასწავლებლის დირექტორი, კონკრეტულად კი მისი კულინარიული ნიჭი და მოხერხებულობა წამოვწიოთ წინა პლანზე, გადაცემის მსვლელობის დროს კი ვინ იცის კიდევ რა საიდუმლო ნიჭს აეხადოს ფარდა.

პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან, ერთის მხრივ საზოგადოებისთვის საყვარელი და ცნობადი სახეები და მეორეს მხრივ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი ხელმძღვანელი პირები. როგორც უკვე მიხვდით ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო და გემრიელი კერძების მომზადეაში. გამარჯვებულს კი გამოავლენს ჩვენი პროექტის ოფიციალური მასპინძელი რესტორანი „ლაზიკის“ კომპეტენტური ჟიური.

პროექტის დასასრულს გამოვლინდებიან ფინალისტები და დაჯილდოვდებიან შესაბამისი სიგელებითა და პრიზებით. (ორიგინალური და სპეციალური პრიზების დაწესების მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენი ორგანიზაციის სახელით მხარი დაუჭიროთ ჩვენ გემრიელ პროექტს, სანაცვლოდ კი ჩვენი მედია ჯგუფი დაგაჯილდოვებთ თავისი პიარ სერვისით.)

სურვილისა და დაინტერესების შემთხვევაში საგანანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 571 13 03 71. ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: infotvmge@gmail.com

თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ჩვენს ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც მონაწილეობას ღებულობენ ექიმები.

https://www.facebook.com/506115299531166/videos/2042338259186934/