მამა ნიკოლოზს დასჯიან, თუ ის ჩემს ძმას აზიარებს“ – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები მამა გიორგის ზიარების საკითხზე გავრცელებული ნფორმაციას ეხმაურებიან,რომლის  თანახმადაც, გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს.

როგორც “ნიუპოსტს​” დაკავებულის ძმამ, თორნიკე  მამალაძემ განუცხადა, როდესაც საქმე ეხება ასეთი ტიპის რეზონანსულ საქმეს, ზიარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ.

მამალაძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე მათ აქვთ ეჭვი, რომ განცხადების ავტორები იმ სასულიერო პირს დასჯიან, რომელიც გაბედავს და მამა გიორგის აზიარებს.

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ როდესაც საქმე ეხება ასეთი ტიპის რეზონანსულ საქმეს და ზოგადად, საპყრობილეში მყოფ სასულიერო პირს, კანონიკური თვალსაზრისითაც დამორალურითაც,  ზიარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ.

ის განცხადება, რაც საპატრიარქოს მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით გააკეთა, ლოცვა-კურთხევის გაცემას არ ნიშნავს. პირიქით, ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში საუბარია იმ მღვდლის პასუხის მგებლობაზე,რომელიც ჩემი  ძმის ზიარებას გაბედავს.

მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის, აზიაროს, მაგრამ  ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, ვინაიდან ამის გამო დასჯიან იმ  განცხადების შემქმნელები.ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას მანამ, სანამამ  პასუხისმგებლობას საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო არ აიღებს საკუთარ თავზე“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.