რუსმა ჯადოქრებმა პუტინის დღეგრძელობისთვის სპეციალური რიტუალი ჩაატარეს

სამშაბათს, რუსმა ჯადოქარმა ქალებმა და მაგებმა გამართეს რიტუალი „ძალაუფლების წრე“, რათა თავიანთი მისტიკური ენერგია გადაეცათ რუსეთის პრეზიდენტისთვის. ინფორმაციას Moscow Times ავრცელებს.

ათეულობით ადამიანმა, რომლებიც აცხადებენ რომ ზებუნებრივ ძალას ფლობენ, რიტუალის მსვლელობისას წაიკითხა სხვადასხვა შელოცვა პუტინის მხარდასაჭერად.

რუს ჯადოქართა გაერთიანების დამფუძნებელი, ჯადოქარი ალიონა პოლინის თქმით, მათი შეკრების მთავარი მიზანი რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და პუტინის მხარდაჭერაა.

ჯადოქრები დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ ჩატარებული რიტუალი აუცილებლად დადებითად აისახება პუტინის ენერგიაზე.

ghn.ge