ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია”.

„საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში“, – განაცხადა ზალკალიანმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ზალკალიანმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეების ფორმებზე და მასთან გამკლავებისთვის აუცილებელ კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა.

საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და ჩვენს რეგიონს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და პოლიტიკა, რომელსაც სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.