ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილმა გახსოვთ რა თქვა იმ მიმართვაში, როდესაც ეხვეწებოდა ხალხს, ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილისთვის. მან თქვა, მესმის ხართ უკმაყოფილო, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართალიანობის აღდგენაო. ეს ის ხელისუფლებაა, რომლის მომხრეების ოჯახების უმრავლესობა უბრალოდ გააუბედურეს ამ მოსამართლეებმა…
“ქართულმა ოცნებამ” არა მარტო არ შეასრულა თავისი მთავარი მისია, “ქართულმა ოცნებამ” ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.