ვერძი ნათესავებთან შეხვედრის, მიმოსვლების დღეა. გადახედეთ წარსულს და გადაახალისეთ საქმეები, ურთიერთობები. ზოგიერთს იდეების გარშემო მყოფებისთვის გაზიარება მოუნდება.
კურო
დაიცავით ბალანსი ურთიერთობაში, საქმეებში. თუ უქმეების გატარებას ქალაქგარეთ აპირებთ, ჩამოწერეთ ხარჯი და გეგმა. ნუ ენდობით ადამიანებს, სანამ მათ ერთგულებაში არ დარწმუნდებით. მსუბუქი კერძებით იკვებეთ.
ტყუპი
ორ საქმე უნდა მოაგვაროთ. ან ორ წერტილს შორის უნდა მიდი-მოდიოდეთ. სანამ წინ წაიწევდეთ, წარსული გაანალიზეთ. არავის არაფერს დაპირდეთ.
კირჩხიბი
გადაამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია. ნუ დაუჯერებთ ჭორებს. ვირტუალური ნაცნობობა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა კითხვისთვის, მათ შორის, ძველი დღიურებისაც.
ლომი
არაოფიციალური შეხვედრების, მიმოსვლის დღეა. მიპატიჟებაზე არავის უთხრათ უარი, მაგრამ ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ.
ქალწული
ორ სხვადასხვა საქმესა და პარტნიორს შორის უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი. შეიძლება არჩევანის გაკეთება გაგიჭირდეთ ახლანდელ და ძველ შეყვარებულს შორის. ზოგიერთი შეიძლება თქვენს კეთილსინდისიერებაში დაეჭვდეს.
სასწორი
მიმოსვლის, მიმოწერის დღეა. მარტოობა არ გემუქრებათ, გარშემო მყოფებით გარშემორტყმული იქნებით. ინფორმაციისა და საჭირო ადამიანების მოძიების დღეა. განსაკუთრებით, საზღვარგარეთ.
მორიელი
კონტაქტური ხართ და არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. თუმცა, სიფრთხილეც გმართებთ, არ მოექცეთ არაკეთილსინდისიერი
ადამიანების გავლენის ქვეშ.
მშვილდოსანი
ან ერთდროულად ორი ვალდებულების შესრულება მოგიწევთ ან ერთი საქმიდან მეორეზე უნდა გადაერთოთ ხოლმე. დაუსრულებელი საუბარი სიმართლის გარკვევაში ვერ დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ გათქვათ სხვათა და პირადი საიდუმლოებები. განსაკუთრებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
თხის რქა
თქვენი განწყობა საქმეებსა და გარშემო მყოფების ქცევაზე იქნება დამოკიდებული. გაგიჭირდებათ კონკრეტულ საქმეებზე კონცენტრირება. შეიძლება იმპულსურადაც კი იმოქმედოთ. იყავით ღიმილიანი და არაფერზე ჩაიციკლოთ.
მერწყული
მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვაში ადვილად გაართმევთ თავს ჩახლართულ საქმეებს. კარგი დღე ელით ჟურნალისტ, ლიტერატორ და პროგრამისტ ნიშნებს. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ.
თევზები
თუ არ ეცდებით, დღე დრამის ვარსკვლავი განასახიეროთ, ყველაფერი მშვიდად მოგვარდება. კარგი დღეა დისკუსიისა და რომანტიკული მოგონებებისთვის. ემოციურმა ნიშნებმა მეტი დრო დაუთმეთ იუმორს. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ.