ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია… სამინისტრო უფრო აკადემიურად შეთხზავდა“ – გუგული მაღრაძე ია კერზაიას საქმის ანონიმურ წერილზე

ზუგდიდის მეექვსზე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაია საქმესთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრმა  გუგული მაღრაძემ კომენტარი გააკეთა და ანონიმურ წერილზე გაამახვილა ყურადღება.

 

“მე ამდენ ხანს არ მქონდა ეს განცხადება ნანახი და ახლა წავიკითხე, დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არსებობენ ნამდვილად, ამ წერილს ეტყობა,რომ  ეს არის ზუგდიდელის დაწერილი… ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას ამბობდა, აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა… სამინისტრო თუ შეთხზავ დაწერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად, უფრო ისე, რომ მართლა ყოფილიყო. ეს არის კონკრეტული ადამიანი, ლავრენტია, ბიკენტია, თუ ვინ არის, მაგ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ვიღაც ადამიანის დაწერილი, რომელსაც… არიან ადამიანები, ვისაც ბოღმაც ახრჩობს, ქალბატონი იას მიმართ არის და უნდა, რომ… მაგრამ ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, სხვა ამბავია, როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება სამინისტროს – იმ დღესვე გაეშვა ჯგუფი, მეორე დღეს გაეშვა თუ სხვა, მაგრამ დაბრალება იმის, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ესეც ახალი ცილისწამებაა, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობები უნდა გამოიწვიოს” – აღნიშნაგუგული მაღრაძემ.
ალია.