2016 წელში რამაც იმუშავა ოცნების სასარგებლოდ, როცა ხალხი დააშინეს სააკაშვილის დაბრუნებით ეს აღარ იმუშავებს 2020 წელს.

ოცნების კვოტით პარლამენტში შესვლა იყო გარკვეული მიზნის ნაწილი, რაშიც ინსტრუმენტად გამოიყენეს “ოცნება.” როგორც კი ნაციონალური მოძრაობის თემები დალაგდება, კარგად დავინახავთ რას იზამს ეს ხალხი. ვისაც ჰგონია, რომ მუდმივად კონფლიქტურ რეჟიმში იქნება ყოფილი ერთიანი სახელისუფლებო პარტია, ცდება. იმიტომ, რომ ერთიანი მიზნებისთვის ნაციონალებიც, ევროპული საქართველოც, ვაშაძის პარტიაც, გირჩებიც ყოველთვის ერთად უფრო იქნებიან. არამგონია მასშტაბური სოციალური აფეთქება ჰქონდეს. ჩვენ გადავიტანეთ 90-იანები და სოციალური აფეთქება არ გვქონია. გადავიტანეთ 2000-იანი, შემდგომ ძალიან მძიმე პერიოდი და არც ახლა იქნება. უბრალოდ საუბარია იმაზე, შესაძლებელია თუ არა ოპოზიციურმა ძალებმა სოციალური თემების გარშემო მოახდინონ ხალხის კონსოლიდაცია. თუ ყოველთვის ძირითადი არჩევანი გვექნება ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ამ მხრივ მორალური უპირატესობა ჯერ არის ოცნების მხარეს, მაგრამ დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს. თუ ქართული ოცნება მშვიდადაა, იმით რომ ნაციონალების ფონზე ყოველთვის მოთხოვნადი იქნება ტყუილად არის ამის იმედზე. ხალხი შეიძლება იმდენად უკმაყოფილო გახდეს ხელისუფლების, პარადოქსულია, მაგრამ შესაძლოა რომ თავისთვის არასასურველსაც კი დაუჭიროს მხარი. “ქართული ოცნების” არასწორი მუშაობის გამო ხალხმა შეიძლება კვლავ გაიხედოს სააკაშვილისკენ. 2016 წელში რამაც იმუშავა ოცნების სასარგებლოდ, როცა ხალხი დააშინეს სააკაშვილის დაბრუნებით ეს აღარ იმუშავებს 2020 წელს. ან უნდა გამოჩნდეს ახალი ლიდერი, შესაძლოა თავად ოცნების წიაღშივე, ან უნდა გაჩნდეს ახალი ძალა, რომელმაც უნდა აჯობოს ორივე მხარეს. მაგრამ ქართული ოცნება რომ ამ გუნდით ვერ მოვა 2020-ში ამაზე შეკითხვაც კი ზედმეტია. – აღნიშნულ თემებზე გაზეთ „ალია“-სთან ისაუბრა საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ. Blogpost.com. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.