ემიგრაციაში მყოფი ხათუნა ბარათაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს.
“არც გამოჩენილი ადამიანი ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული, ერთი უბრალო უბრალო ქართველი ემიგრანტი ვარ რომელიც, მიხეილ სააკაშვილს მივმართავ:
რადაგიშავა ჩემმა ქვეყანამ ესეთი დაპირისპირებისკენ თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე რომ მიდიხართ, ეს წერილი არ ვიცი რამდენად მოვა თქვენ ყურამდე, იმედს ვიტოვებ მოგახსენებენ.
ბატონო მიხეილ თუ ასეთი მაგარი ხართ, თუ არაფრის არგეშინიათ, სკაიპით კი არა, დაჯექით თვითმფრინავში, თუ ბილეთის ფული არ გაქვთ ჩვენ ემიგრანტები ავაგროვებთ ბილეთის ფულს და გაგამგზავრებთ იქ სადაც აუცილებლად უნდა აგოთ პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც ქართველ ერს მოუწყვეთ.
ბატონო მიხეილ იმ ემიგრანტებსაც შეგვხვდით ვისაც ბევრი სათქმელი გვაქვს და თანაც დასაბუთებულად,, მე პირადად მოგიყვებით და გაგახსენებთ, თქვენი პრეზიდენტობის დროს, რამდენ დედას ჩააცვით სამუდამოდ შავები, ერთადერთი შვილები რომ ჰყავდათ და ცხოვრებას მაშინ იწყებდნენ და უხაროდათ სიცოცხლე ბატონო მიხეილ!!!
მე მოგიყვებით იმ ადამიანზე, ვინც ასე გძულთ და ქვეყნის დამაქცევად გამოჰყავთ, რამდენი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი, რამდენის ცხოვრება შეცვალა ბედნიერებისკენ, რამდენ შვილს უცოცხლა დედა, რამდენი ადამიანი დააპურა და მკურნალობა დაუფინანსა, რამდენი ეკლესია მონასტრები აღადგინა, როგორ აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, თქვენგან გარიყულ ინტელიგენციას და ეს ყველაფერი მაშინ როცა თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს პრეზიდენტი.
ეს სია იმდენად დიდი და ღვთისგან დალოცვილია, თქვენ, ბატონო მიხეილ ნერვები არ გეყოფათ ბოლომდე მომისმინოთ.
და ყველაზე მნიშვნელოვანი მე როგორც ერთი თქვენი მოწინააღმდეგე,, დაუშვათ ერთი პროცენტი თქვენი მობრუნების მთავრობაში, ზუსტად ვიცი ჩემი ქვეყნის მზე ჩემთვის აღარასოდეს ამობრწყინდება, ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გავხდები “.
და ვეკითხები იმ ემიგრანტებს, მეც ემიგრანტი თქვენ იღებთ თქვენ წილ პასუხისმგებლობას რაც შეიძლება მოყვეს თქვენ ტაშის დაკვრას??? ყველაზე დიდი უბედურება, რაც ამ კაცმა ჩვენ ემიგრანტებს დაგვმართა, ისედაც გადახვეწილები, ოჯახებს მოშორებულები ერთმანეთს გადაგვკიდა, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება.
ემიგრანტებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველამ მოაშორეთ ბინძური ხელები.
საქართველოს მთავრობავ ბოლოსდაბოლოს გამოდით კოაბიტაციიდან და ხალხს მოუსმინეთ, ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთ,, ვარდების რევოლუციას “უფალმა დაიფაროს ჩვენი საქართველო. “- წერს ხათუნა ბარათაშვილი.
multimedia.ge