დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია გაიმართება

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, 10 თებერვალს, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, აქციაზე ახალ მოთხოვნას გააჟღერებენ, ისინი დეკანოზ მამალაძის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„კვირას, 12.00 საათზე, საპატრიარქოსთან აქციას გავმართავთ. ვისაც ჩემი ძმის უდანაშაულობა აწუხებს, შეუძლია მოვიდეს. აქციაზე უკვე ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას დავაყენებთ. ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე აქ ვიდგებით. საპატრიარქოსთან ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა. კეთილი იქნებონ იმ ადმიანებმა, რომლებმაც ეს ვერაგული სიტუაცია შექმნეს და ჩემი ძმა გაათავისუფლონ. აქ დგომას ვაპირებთ იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, – აცხადებს მამალაძე.

თორნიკე მამალაძე მეექვსე დღეა, რაც საპატრიაქროსთან აქციას მართავს და ძმის, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას ითხოვს.
ipn.ge. როდესაც სასულიერო პირის ზიარებისთვის გვიწევს ამ ფორმით მოთხოვნა ეს არის სამარცხვინო და სამწუხარო. სამწუხაროა საქართველოს საპატრიარქოს ქმედება. ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ ზიარებას რადგანაც ელემენტარული განცხადება გააკეთეს და ეს განცხადება ნიშნავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. როდესაც ჩემი ძმა დააპატიმრეს პროკურატურა თხოვდა ჩემ ძმას რომ ეღიარებინა ეს დანაშაული და დაებრალებინა მეუფე დიმიტრიზე და სოსო ოხანაშვილზე ვითომდა ეს ორი ადამიანი არის დამკვეთი. ამის შემდეგ გამოდის ახლა მეუფე იაკობი და იგივეს ითხოვს. ითხოვს აბსურდულ აღიარებას,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ “კურიერთან”ipres.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.