ვინ ლობირებს ლგპტ პირებს.

საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრა“ უფლება დამცველთა გაერთიანების”  თავმჯდომარე

ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ევროკომისიის დასკვნაში ხელისუფლების პოლიტიკა რიგი მიმართულებებით შექებული და მოწონებულია, თუმცა უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ისევ კრიტიკა ისმის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად დაცვა ვერ ხერხდება.  თქვენ, როგორც უფლება დამცველს, როგორ გესმით ეს შეფასება?

_ როგორც ჩანს, საზოგადოებაში არსებული გარკვეული განწყობების ეშინია ხელისუფლებას და ამიტომ ვერ ბედავს, ბოლომდე თავს მოგვახვიოს ის ე.წ. რეფორმები თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეალურად სურს აქ დასავლეთს. თუმცა ხელისუფლებაში, და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობაში, არიან დეპუტატები, მაგალითად, აკაკი ზოიძე, დიმიტრიცქიტიშვილი და სხვები, რომლებიც, როგორც ლგბტ პირების, ისე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა ინტერესებს ლობირებენ. რაც შეეხება კონკრეტულ ანგარიშს, არ გამიკვირდება, ამ ანგარიშის კვალდაკვალ რამე ახალი რეგულაციების ამუშავებაზე იფიქრონ და კონკრეტული ცვლილებებიც ვიხილოთ, ვთქვათ, იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის უფრო ეფექტიანად აღსასრულებლად. მიგრანტების შემოყვანის პაქტს მოაწერესხელი და ეს რა გასაკვირია? ის კი არა,

გეიაღლუმის ჩატარებაც კი შეიძლება წელსმოხდეს დიდი  პომპეზურობით, რადგან, როგორც  ჩანს, ჩვენი  ევროპელი “ძმები” და “კეთილის მსურველები” მართლა სერიოზულად არიან შეშფოთებული.

_ კულუარული ინფორმაციით, წელს უნდა მოხდეს “ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის სამართლებრივი დაშვება. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში ეს შესაძლებელია?

_ კიდევ ვიმეორებ: დღეს “ოცნებაში”  პოლიტიკას წარმართავენ ის  ადამიანები, რომლებიც მედროშეები

არიან გლობალისტური “ლიბერალური”  იდეების. გამომდინარე აქედან,  სამოქალაქო პარტნიორობის დაშვება კი არა,  რუსთაველზე რომ გამოატარონ  მეფე–პატარძლის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები, არ გამიკვირდება.  რა დაუდგებათ წინ? ერთადერთი, რაც დაუდგებათ, საზოგადოების მასობრივი პროტესტი იქნება, მაგრამ საზოგადოებას სძინავს. აგერ ხომ ხედავთ, მიგრანტების თემაზე გამოხატულ პროტესტს რამდენიმე ასეული ადამიანი იზიარებს. ისე, იმ ინტელიგენციას მინდა მივმართო,  რომელსაც, რომ ჰკითხო,  სამშობლოსთვისთავი აქვს გადადებული _ არ გრცხვენიათ, რომ სხედხართ და ხმას არ იღებთ? რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი? ამერიკამ არ  მოაწერა ხელი გაეროს მიერ მიღებულ მიგრაციის პაქტს და ამათ მოაწერეს… ორი ოჯახი  რომ დაასახლეს თავის დროზე კახეთში აზერბაიჯანელების, ახლა იქ ყველაზე დიდი დასახლებაა იმათი. ათასი და ასიათასი კაცი რომ ჩამოვა

ირანიდან  თუ სადმედან, რას მივიღებთ? ჭირსაც  წაუღიაეს ქვეყანა, თუ აქ ქართველი  არ იქნება,

ტრაფარეტი “ საქართველო” ვის რაში სჭირდება?!

_ როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება საზოგადოება უფრო გაააქტიუროს?

_ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის იყო მომენტები, როცა თითქოს გადაგვარებული ერი ერთბაშად აფეთქდებოდა და თავდაყირა დგებოდა ყველაფერი, ამიტომ მინდა ვუთხრა იმ მტერს _ შინაურსაც და გარეულსაც, დამთავრებული რომ ჰგონია ყველაფერი, არ გაუვათ! როგორც ბახტრიონის აჯანყება

მოხდა თავის დროზე _ იფეთქა ხალხმა, დიდმა და პატარამ, მათაც ასე მოუვათ და დარწმუნებული ვარ,

ადრე თუ გვიან, აქ აუცილებლად გაჩნდება ის მუხტი, რომელიც საზოგადოების აფეთქებას გამოიწვევს…

_ არ ფიქრობთ, რომ ეს მუხტი აქამდეც  უნდა გაჩენილიყო, ჯერ არ მივსულვართ ამ მდგომარეობამდე?

_ მივედით, მაგრამ ამ ხალხს საღათას ძილით ძინავს და, 20-ლარიანები თუ არ დაურიგე, ქუჩაში არ

გამოდის. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით ისტორიკოსებს მივმართო: აუდიტორიებზე რომ დადგებით და დავით აღმაშენებელზე, თამარსა და გიორგი ბრწყინვალეზედაიწყებთ ლექციების კითხვას, დღევანდელ დღეზე რას ეუბნებით ახალგაზრდებს? ან ინტელიგენცია რამ დაადუმა? პარტიამ რომ დაუძახოს რომელიმემ, საარჩევნო სიაში ჩაგსვამთო, კისრისტეხით მირბიან, ეს ქვეყანა მათი არ არის?! რაღა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რომ ხმა ამოიღონ?

_ არ გსურთ, ბიზნესმენებს მიმართოთ?  იმბიზნესმენებს ვგულისხმობ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ,  მაგრამ რეალურად თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებისგან თავს იკავებენ.

_ მივხვდი, ვისაც გულისხმობთ, მაგრამ სად არის სარაჯიშვილი და სად არის ილიაჭავჭავაძე, რომელიც საკუთარი ფულით ყიდულობდა მიწებს, რათა უცხოელები არ დაპატრონებოდნენ და ქართველი გლეხი უმიწაწყლოდ არ დარჩენილიყო. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ბიზნესმენებიარ ჰყავს, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიცმხოლოდ იმაზე ფიქრობს,

როგორ იშოვოსფულით ფული. ესენი არიან ჩვეულებრივიმევახშეები და, სხვათა შორის, ლომისწილია

სწორედ ამ ე.წ. ბიზნესმენების იმუბედურებაში, თითქმის ყოველი მეორე დამესამე მოქალაქე დღეს

ბანკის ვალებშირომ იხრჩობა. რაც შეეხება უშუალოდ თქვენი შეკითხვის ადრესატებს, მე ხშირად ვხედავ

ხოლმე სოციალურ ქსელში პირდაპირ ჩართვებს და გადაცემებს, სადაც საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ერთობ შეწუხებული სახით ლაპარაკობენ ამ პრობლემებზე. სიმართლე გითხრათ, გამკვირვებია მათი.  თუ ასე გაწუხებთ, ბატონებო, ეს  ამბავი, თუ ასე განიცდითიმას, რომ  ქვეყანა იცლება და ქართველი სულ მალე სანთლით იქნება საძებარი,  რასაკეთებთ?! როგორ ახერხებთ, რომ ამხელა წუხილისა და

შეშფოთების პირობებში სრულიად უმოქმედოდ დარჩეთ?! არ ვიცი, შეიძლება, არ არიან უმოქმედოდ და ბევრ რამეს აკეთებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სერიოზული საქმე, მათი გაკეთებული, მე არ მინახავს. საქმეა,

როცა ადგები და რაღაცას მოიმოქმედებ. მათი ნამოქმედარი მე, ფეისბუქ ლაივების გარდა, ჯერჯერობით ვერ დავინახე…

_ ინტელიგენციას რაც შეეხება,  საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი,  რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა წარმართონ და არა, ვთქვათ,  მწერლებმა, პოეტებმა, მსახიობებმა,  სპორტსმენებმა. იქნებ ამიტომ იკავებს  ზოგი თავს?

_ მაგრამ, როცა ხედავ, რომ პოლიტიკოსებმა დაგღუპეს? ზოგმა _ უნებლიეთ, თავისი უგუნურებით; ზოგმა კიდევ _ შეგნებულად და მიზანმიმართულად. ვისია ეს ქვეყანა, ვის უნდა ემსახურებოდეს ის პოლიტიკოსი _ სახელმწიფოს, ხალხს, ქვეყანას თუ საკუთარ ჯიბეს? ან ვის რისთვის სჭირდება შენი ხელოვნება, თუ ერი ნადგურდება და შენ მშვიდად უყურებ? ვის რად უნდა შენი სპორტული ან მეცნიერული მიეღწევები, თუ ყველაფერი ფეხებზე გკიდია?  მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს ყველა,  როცაქვეყნის ყოფნა–არყოფნის საკითხი დგას; და,  როცა ასე არ ხდება, როცა საზოგადოება გულგრილია პროცესებისადმი, სწორედ მაშინ  აქვთ პოლიტიკოსებად წოდებულ ყველაზე ბინძურ ადამიანებს ხელის მოთბობის შესაძლებლობა.

აქვე მინდა, პარლამენტში მსხდომ იმ დეპუტატებსაც მივმართო, რომლებიც ვითომ ეროვნულად აზროვნებენ და დღეს, ფაქტობრივად, წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული: თქვენმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ პაქტს,  შედეგად საქართველო შეიძლება მალე აღარ იყოს საქართველო, თქვენმა ხელისუფლებამ სასიკვდილო

განაჩენი გამოუტანა ხალხს… რას აკეთებთ? სად ხართ? ან ეს “კონსერვატორები” რატომ არ იღებენ ხმას? მათი ეროვნულობა და კონსერვატორობა მთავრდება იქ, სადაც მათი კომფორტი და კეთილდღეობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ; როცა პარლამენტში შედიოდნენ, როგორც ჩანს, თითი დაუქნიეს, ერთი ადგილი დააყენეთო.  ისე, პრინციპში, კაცი რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მისცემს ხმას და მერე ლომჯარიას აირჩევს, მან, როგორ შეიძლება, ეროვნულობაზე ილაპარაკოს?! ესენი არიან ჩვეულებრი ვიჯამბაზები, ჩაიცვამენ ჩოხას და კამერებისწინ პოზირებენ. მორჩა, ამის იქით მათთვისარ არსებობს

არაფერი. აი, ასეთი ადამიანები არიან დღეს ყველა უბედურების სათავე. ასეთი ხალხი არის

დამანგრეველი და გამჩანაგებელი ჩვენი ისედაც დანგრეულ-გაჩანაგებული სახელმწიფოსი…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.