ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დღეს შეხვედრას მართავს, დააკავეს დათა ახალაია და გია უდესიანი. ინფორმაციას ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილის ვაჟი, ბექა გოგოსაშვილი ავრცელებს.
“გუშინ ღამე პოლიცია ორი ბუსიკით შემოვარდა პრიმარკის პარკინგზე. დათა ახალაია და უდესიანი აიყვანეს. ჩვენ აქეთ ვიდექით და მერე ბიჭებმა მითხრეს შავი სპეცნაზიც ყავდათ გარეთ რესტორანთანო და კიდე ორი ქართველი დაიჭირესო. მთელი ღამე ვირბინეთ, არავინ არაფერს არ იძახის. აქ ლიეჟში არ გააჩერებდნენ მაგათ და ბრიუსელში წაიყვანდნენ. ვინც ხართ ბრიუსელში იქნებ გაარკვიოთ რამე. ჩვენ აქ ვარკვევთ.“- წერს გოგოსაშვილი.
შეგახსენებთ ინფორმაცია ამ ეტაპზე დაუდასტურებელია და ვეყრდნობით მხოლოდ ფეისბუქზე გავრცელებულ ცნობას.
multimedia.ge