გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკური მაწანწალა“ უწოდა და განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის უკან „დგანან პოლიტიკური ძალები, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“.

გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკური მაწანწალა“ უწოდა და განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის უკან „დგანან პოლიტიკური ძალები, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“.

„პოლიტიკური მაწანწალა“ უწოდა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გადაცემა „იმედი ლაივში“ და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის უკან „დგანან პოლიტიკური ძალები, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში“.

 

„ეს იქნებოდა სასაცილო და გასართობი, რომ არა ის ფიქრი, რომელიც ჩემის აზრით, არა მარტო მე მაქვს, არამედ ბევრს. ვინ დგას მაგის უკან? ვინ ეხმარება სააკაშვილს ამ საქმიანობაში, რომელიც არის ძირგამომთხრელი საქართველოსთვის ცალსახად. ამ მოძრაობის უკან დგანან პოლიტიკური ძალები, როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.