გიორგი მარგველაშვილს უთხრეს, რომ ჩემი ძმა საპყრობილიდან არ გამოეშვა“ – დეკანოზ მამალაძის ძმა

„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ საქართველოს  მე-4პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სასულიერო პირის შეწყალებას აპირებდა და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის საპატრიარქოშიც იყო მისული, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა საპატრიარქოსგან უარი მიიღო.

„როდესაც გიორგი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, დარწმუნებით ვიცი დაინფორმაციას  ვფლობ, რომ როდესაც პრეზიდენტი მობრძანდა საპატრიარქოში, მან მოიკითხა შეწყალების საშუალებით გაეთავისუფლებინა თუ არა ჩემი ძმა. სამწუხაროდ აი ამ შენობაში არსებულმა პირებმა, მე არ მინდა ახლა სახელ-გვარებით დავასახელო, მაგრამ მოვა ამის დროც, გიორგი მარგველაშვილს უთხრეს, რომ ჩემი ძმა საპყრობილიდან არ გამოეშვა.”-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი მაინც შეძლებს, რომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯიდა  დეკანოზი შეიწყალოს.
alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.