რომელ მსოფლიოს პატრიარქზეა საუბარი, როდესაც  “მსოფლიოს  საპატრიარქოს”  მღვდელმთავრებს  ისლამური  თურქეთის ქუჩებში  ანაფორით  გასვლაც  კი ეკრძალებათ?

მას შემდეგ, რაც ე.წ. მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა ოკეანისგაღმელი პატრონების მიერ კარგად დაგეგმილ-გათვლილი პროვოკაცია განახორციელა უკრაინის ე.წ. რასკოლნიკების ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების სახით, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია მის ისტორიაში რიგით მეორე დიდი სქიზმის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა რაღა “საფრთხე” და “აღმოჩნდა”, მეორე დიდი სქიზმა პრაქტიკულად მომხდარი ამბავია. საკითხავი მხოლოდ ის არის, ამჯერადაც მხოლოდ ორად გაიყოფა თუ მარტივ მამრავლებად დაიშლება მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია.

იმის გასარკვევად, რატომ, რისთვის და ვისთვის ხდება ის, რამაც ათასი წლის შემდეგ მეორე დიდ სქიზმამდე მიიყვანა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია და რაც მნიშვნელოვანია, რა საფრთხეების წინაშე დგას ან შეიძლება დადგეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობა, მცირე ისტორიული ექსკურსი მოგვიწევს…

მას შემდეგ, რაც ნეოლიბერალმა ხლისტებმა კათოლიკური და ე.წ. პროტესტანტული ეკლესიების გალიბერასტება მოახერხეს, იქამდეც

კი, რომ ზოგიერთ მათგანში (შვედეთი, ნორვეგია, შოტლანდია და ა.შ.) უკვე ერთი და იმავე სქესის წყვილებს ჯვარსაც სწერენ, დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) არაოფიციალურ, მაგრამ დე ფაქტო მმართველ აგრესიულ ნეოლიბერალთა დღის

წესრიგში უკვე მართლმადიდებელი ეკლესიების “რეფორმირების” საკითხიც დადგა.

სწორედ ამ იდეის ხორცშესხმას ემსახურებოდა ე.წ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ მოწვეული მსოფლიოს ეგრეთ წოდებული საეკლესიო კრება, რომელიც 2016 წლის ივნისში ჩატარდა კუნძულ კრეტაზე.

რატომ ეგრეთ წოდებული?

სამწუხაროდ, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც კონსტანტინოპოლი მართლაც იყო მეორე რომი, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელი სარწმუნოების ცენტრი, ხოლო მისი პატრიარქები ყველას მიერ აღიარებული მსოფლიოს პატრიარქები. დღეს ბართოლომეოსი მხოლოდ ნომინალურად თუ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს პატრიარქად, ისევე, როგორც ბუტაფორიაა მსოფლიო რუკიდან სამუდამოდ გამქრალი კონსტანტინოპოლი, რადგან დღეს მას სტამბოლი ჰქვია და მეჩეთადქცეული აიასოფიას დიდებული ტაძრიდან ღვთაებრივი გალობის ნაცვლად, მრავალი საუკუნეა, მუეძინის სისხლის გამყინავი ყივილი ისმის.

რომელ მსოფლიოს პატრიარქზეა საუბარი, როდესაც “მსოფლიოს საპატრიარქოს”  მღვდელმთავრებს ისლამური თურქეთის ქუჩებში ანაფორით გასვლაც კი ეკრძალებათ?

აღარც ის არის საიდუმლო, რომ თურქეთის ხელისუფლების მკაცრი პატრონაჟის ქვეშ მყოფ ე.წ. მსოფლიოს პატრიარქსა და საპატრიარქოს აშშ-ის გარკვეული წრეები აფინანსებენ და, შესაბამისად, აკონტროლებენ კიდეც.

ნეოლიბერასტებისა და ტრადიციონალისტი ნეოკონსერვატორების გლობალური დაპირისპირების საცეცებმა საქართველოს დედაეკლესიის წიაღშიც შეაღწია, რამაც ე.წ. ციანიდის საქმემდე მიგვიყვანა.

თქმულიდან გამომდინარე, ისედაც მძიმე სურათს კიდევ უფრო დავამძიმებთ იმით, რომ პირდაპირ ვაცხადებთ: ე.წ. მსოფლიო პატრიარქის მიერ 2016 წლის ივნისში კუნძულ კრეტაზე ჩატარებული ე.წ.  მსოფლიო საეკლესიო კრება, მართლმადიდებელი ეკლესიების ფორუმი კი არა, ფაქტობრივად, მსოფლიო სეკუმენისტების მწვალებლური შეკრება იყო.

სწორედ ამიტომ თქვა მასში მონაწილეობაზე უარი 14-დან 5-მა ეკლესიამ: ანტიოქიის, სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროში ყველაზე დიდმა და ძლიერმა რუსეთის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ.

მსოფლიოში სულ 300 მილიონამდე მართლმადიდებელია, რომლის ნახევარი, დაახლოებით 150 მილიონი, მოსკოვის საპატრიარქოს მრევლია.

თუნდაც მარტო ამ ციფრებიდან გამომდინარე, მხოლოდ კრეტინი თუ უწოდებს კრეტაზე გამართულ ღონისძიებას მსოფლიო კრებას.

რაც შეეხება კრეტაზე საქართველოს დელეგაციის წაუსვლელობის კონკრეტულ მიზეზებს, პირველი და უმთავრესი, კრებაზე გადაწყვეტილებების მიღება უნდა მომხდარიყო არა უბრალო უმრავლესობით, არამედ კონსესუსით, რომელიც კრების მონაწილეთა ვეტოს უფლებას ნიშნავდა.

“ქორწინების საიდუმლო და მისიდამაბრკოლებელი მიზეზები” _ ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნით, უფრო გარკვევით და მკაცრად უნდა ჩამოყალიბებულიყო ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიუღებლობა;

ამასთანავე, ასევე ჩვენი საპატრიარქოს მოთხოვნით, უნდა გაუქმებულიყო საგამონაკლისო წესი, რომელიც მართლმადიდებელს არამართლმადიდებელზე ქორწინების უფლებას აძლევდა.

“მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში” ასე იყო ფორმულირებული: “მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე, სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად”. საპატრიარქო მოითხოვდა ამოღებას ჩანაწერისა “ასევე სხვა სახისდისკრიმინაციის” იმ არგუმენტით, რომ იგი მრავალმხრივი გაგების საშუალებას იძლევა. უსაფუძვლო არგუმენტია? “სხვა სახის დისკრიმინაცია” ხომ ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიმართ ეკლესიის მხრიდან, სულ ცოტა, ლოიალურ დამოკიდებულებას გულისხმობს? აქედან კი ერთი ნაბიჯია ერთი და იმავე სქესის პირების ჯვრისწერამდე; ნაბიჯი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე გადადგა რამდენიმე პროტესტანტულმა ეკლესიამ და, აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმურია საქართველოს უარი, მართლმადიდებელი ეკლესიების გარდა, სხვა ეკლესიების ქრისტიანულად მოხსენიებაზე. ამ ყველაფერს საქართველოს არასამთავრობო ე.წ. მესამე სექტორმა და ლიბერასტმა პოლიტიკოსებმა ერთხმად უწოდეს ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული მოთხოვნები. სწორედ კრეტაზე წაუსვლელობის გამო ატეხეს  უკმაყოფილო გნიასი დედაეკლესიაში სხვადასხვა დროსბშეგზავნილმა გრიგოლ ბერბიჭაშვილისა დაპეტრე ცაავას მსგავსმა “მეუფე ყანდურებმა”, რამაც, საბოლოო ჯამში,  მიგვიყვანა ციანიდის საქმემდე, როცა “რუსთავი 2”-ის “შტატიან რესპონდენტად” ქცეულმა  “მეუფე” პეტრემ ნიღაბი ჩამოიხსნა და შხამი და გესლი პირდაპირეთერში ანთხია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ის პეტრეა, რომელიც სანდრა რულოვსის მოძღვარი იყო, წმინდა ხატების გვერდით უწმინდური სააკაშვილის უზარმაზარი ფოტოები ჰქონდა “დასვენებული” და სადისტ ძმებს _ დათა დაბაჩანა  ახალაიებს, მეგიზ ქარდავას მარტვილის რეზიდენციაში მალავდა და იქიდანვე გააპარა საზღვარგარეთ.…

ის, რაც საქართველოს დედაეკლესიაში უკვე მოხდა და შეიძლება მომავალშიც მოხდეს კრეტაზე წაუსვლელობის გამო,  ჩვენი ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს–პატრიარქის დასჯის მცდელობაა ე.წ. მსოფლიო პატრიარქის მიერ. საზოგადოებას შევახსენებ არამკითხე “ტელეიმედის” მიერ სტამბოლში ჩაწერილ ინტერვიუს, როცა ბართოლომეოსმა აშკარად იმპერატიულ-შეურაცხმყოფელი ტონით განაცხადა, რომ ჩვენი უწმინდესის წაუსვლელობა კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებლობის უპატივცემულობა იყო.

ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, საქართველოს ჩაუსვლელობა კრეტაზე შინაურმა თუ გარეულმა ლიბერასტებმა მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერად შეაფასეს და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ. ნეოლიბერასტული ძალების მიერდაწესებულმა პოლიტიკურ–ეკონომიკურმა სანქციებმა, მოლოდინის მიუხედავად,  რუსეთის სამხედრო ძლიერებას  ვერაფერი დააკლო და ახლა უკრაინის ავტოკეფალიის მეშვეობით ცდილობენ რუსეთის ეკლესიის დასუსტებას, რადგან იციან, რომ პუტინის საერო და პატრიარქ კირილეს საეკლესიო ხელისუფლებები ერთი მთელის ორი ნაწილია.

გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ნეოლიბერასტების გადამწყვეტი შეტევა სრულიად მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს წინაღობაზე მსოფლიოს ტოტალური “რეფორმირებისკენ” მიმავალ გზაზე და, თუ იმაზეც ვთანხმდებით, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთადერთი, დღემდე ჯერ კიდევ დაუძლეველი ბურჯი, გნებავთ ციტადელი, რუსეთის ეკლესიაა, მაშინ ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ თამამად გავიმეორებ: ის, რაც დღეს მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში რუსეთის მიმართ ხდება _ გაუთავებელი ეკონომიკური სანქციები, სირია და განსაკუთრებით უკრაინა, მსოფლიოს (წაიკითხე _ აშშ) მიერ რუსეთისთვის (წაიკითხე _ მართლმადიდებლობა) გამოცხადებული საინფორმაციო, ეკონომიკური ომია, რომელიც, დიდი ალბათობით, ნებისმიერ ჟამს შეიძლება ცხელ ომში გადაიზარდოს, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

ახლა ვნახოთ, რა რეალობაა დღეს ქართულ დედაეკლესიაში.

ნათქვამია, კაცმა ჭირი მალაო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ დროულად “გამოეცხადა” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა გიორგი, რომლის რჩევითაც თავის მოსაყდრედ მეუფე შიო დაადგინა; როგორ აწრიალდნენ პატრიარქის ტახტზე მეოცნებე მეუფე ყანდურნი თუ მათი გუნდის წევრები, რომლებიც, რომ იტყვიან, იხტიბარს არ იტეხდნენ და უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ პატრიარქის მოსაყდრეობა ბევრს არაფერს ნიშნავს და ა.შ. ხოლო, როდესაც პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დანიშნული მეუფე შიო წმინდა სინოდმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების (რაც უმაღლესი გამორჩეულობაა) უფლებით დააჯილდოვა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაინიშნა, მეუფე ყანდურთა წრიალი დრტვინვაში გადაიზარდა, რადგან “ტახტის მოსაყდრე” თეოლოგიაში ასეთი დეფინიცია არ არსებობს, მაგრამ აქ თეოლოგია

არაფერ შუაშია _ იქიდან გამომდინარე, რომწმინდა სინოდის უწმინდური “მეუფეყანდურნი”, როგორც აფთრები, ისეელოდებიან პატრიარქის სიკვდილს, რათახელში ჩაიგდონ ეკლესიის მმართველობადა ეროვნულობის დამცველი ესერთადერთი ინსტიტუტიც ოკეანისგაღმელი პატრონების საამებლადგაალიბერასტონ, რაც მოკლე ხანშიქართველი ერის, როგორც კულტურულიფენომენის, სიკვდილს გამოიწვევს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეობაპატრიარქის მიერ მეუფე შიოს მემკვიდრედგამოცხადებას ნიშნავს.

“მსოფლიო პატრიარქის” მიერ უკრაინის “რასკოლნიკებისთვის” ავტოკეფალიის მინიჭების ცნობა-არცნობის მიმართ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში, რბილად რომ ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობაა. მეტიც, ეს საკითხი ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა, ვინ ვინ არის. მეუფე ყანდურებმა ნიღბები ჩამოიხსნეს და პატრიარქის შეურაცხყოფასაც აღარ ერიდებიან. ერთ-ერთმა მეუფე ყანდურმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემმართლაც გაუგონარი თავხედობით ისიც კიგანაცხადა, რომ მისთვის დასრულდა მითიჩვენი უწმინდესი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ…

ნათქვამია, ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდაო. ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ: მეუფე ყადურთა დასს კი _ ერთი ქვაბავაზაკიო. და, აჰა, ისიც გამოჩნდა. რომ იტყვიან, სად იყო და სად არა, სასულიერო აკადემიიდან ვინმე გოჩა ბარნოვიგამოტყვრა და შეემატა დიდ ყანდურთა თუ პატარა ყანდურიკოების დასს.

აი, რა ბრძანა სასულიერო სემინარიის აწ უკვე ყოფილმა ლექტორმა:

“საქართველოს პოზიციას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც არც ერთი სხვა ეკლესიის პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი იყო კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება. კონსტანტინოპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია. ეს არის ფაქტი, ნორმალური ადამიანებისთვის სასიხარულო, არანორმალური ადამიანებისთვის კი _ სამწუხარო. ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას იმ გაგებით, რომ უკრაინის მეთაურს, ეპიფანეს, უკვე მოიხსენიებენ ევქარისტული მსახურების დროს. საქართველოს ეკლესიას მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, დღეს თუ არა, ხვალ, უბრალოდ, რაც უფრო მალე მოხდება ეს, უკეთესია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიელოცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მსგავსად, საქართველოს პარლამენტს მისალოცი უნდა გაეგზავნა უკრაინის ეკლესიის მეთაურისთვის. ეს არის კულტურული აქტი, რომლის გაკეთებაც აუცილებელი იყო. მითუმეტეს, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკლესიური, ძალიან არის გადაჯაჭვული. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, როგორც საეკლესიო წესით, ასევე პოლიტიკურადაც. სამწუხაროდ, ამას არ აკეთებენ და, როგორც ეტყობა, ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ. საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს. მე იმასაც ვშიშობ, თვით რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია”.

რა კომენტარი უნდა გაუკეთო ამ ბოდვას იმის გარდა, რომ ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესიაც და მთავრობაც გოჩა ბარნოვის მიერ შემოთავაზებული გზით სიარულისგან!

და იქვე: “თუ საქართველოს საპატრიარქოგადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერსრუსეთის ეკლესიას უკრაინისავტოკეფალიის მიმართ, საქართველოსეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიანისეთი მღვდელმთავრები, რომლებიცდედაეკლესიის წიაღში დაკონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთანთანაზიარებაში დარჩებიან. ასეთშემთხვევაში არსებობს საშიშროებასაქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლისმიერ აღიარებული და მაშასადამე, დედაეკლესიის წიაღში; მეორენი კი _ მაშინუკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიისქართულ ფილიალად”.

რა არის ეს, თუ არა მუქარა დედაეკლესიის გახლეჩისა? “ისეთ მღვდელმთავრებში” ხომ მეუფე ყანდურნი იგულისხმებიან?

როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს თავისი ურაპატრიოტული ბოდვის დასაწყისში, თუსაქართველოს პოზიციას არანაირიმნიშვნელობა არ აქვს უკრაინისავტოკეფალიის მიმართ, მაშინ ლოგიკურადჩნდება კითხვა: ახლახან რისთვის იყოთბილისში ჩამოსული ე.წ. მსოფლიოსპტრიარქის სოლიდური დელეგაცია? დავიჯეროთ, რომ მათი ვიზიტის მიზანი არყოფილა საქართველოს ეკლესიაზეზეწოლა უკრაინის ეკლესიისავტოკეფალიის აღიარებაზე?

ჰაი, ჰაი რომ ეს ის შემთხვევაა, როცა პატარა საქართველოს ორიათასწლოვანი ეკლესიის პოზიციას დიდი წონა აქვს და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ვითარებაში, საზოგადოდაც.

არადა, ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია, რადგან საქართველოს უძველეს ეკლესიას მართლაც საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიულ კიბეზე, თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ მსოფლიო ქრისტიანობამ 41 დიდმოწამე იცის და მათგან ხუთი(!) ქართველია: დიდმოწამენი არგვეთის მთავარნი, ძმები დავით და კონსტანტინემხეიძენი, კონსტანტი კახი, მიქელ გობრონიდა ქეთევან წამებული.

ცალკე საუბრის თემაა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად კავკასიაში პატივდებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სწორედ საქართველოს დედაეკლესიის ავტორიტეტის გამო ბოლო მომენტამდე ცდილობდა ე.წ. მსოფლიო პატრიარქი, რომ კუნძულ კრეტაზე გამართულ საეკლესიო კრებაში მონაწილეობაზე როგორმე დაეყოლიებინა საქართველო.

დასასრულ, როგორც იქნა, მივადექით წინამდებარე წერილის მთავარ სათქმელს…

როგორც “მსოფლიო პატრიარქი” ბართოლომეოსი, ასევე სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, უკრაინის საკითხზე მოკავშირეებს ეძებენ; გნებავთ, ერთი მხრივ, ლიბერასტული დასავლეთი და, მეორე მხრივ, კონსერვატიული რუსეთი.

ადრე გამოქვეყნებულ სტატიებში არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთის ეკლესია ავტომატურ რეჟიმში აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრსაც კი თავი უნდა დავანებოთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ ლანგრით მოგვართმევენ სოხუმ-ცხინვალს.

არათუ ქმედებას, არამედ ურაპატრიოტულფიქრებსაც კი თავი უნდა ვანებოთ და  უნდა გვესმოდეს, რომ დე იურე სოხუმ–ცხინვალი, აღარასოდეს თუ არა, ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ შემოვა საქართველოს იურისდიქციაში და, ვინც საპირისპიროს გვპირდება, ან შეგნებული არამზადაა, ან შეუგნებელი.

მაშ, რას ველით ამ მიმართულებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული მოკავშირეობის შემთხვევაში?

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებისა და ხელისუფლებების ერთობლივი ძალისხმევით სრულიად რეალურია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ტაძრებში დასაწყისისთვის მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების დროს ქართული წირვა-ლოცვის აღდგენა; ამ ჰუმანიტარული აქციის პარალელურად შესაძლებელია აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ხოლო მას შემდეგ, რაც სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო კავშირი აღდგება, საერთო მცირე და საშუალო ბიზნესები ნელ-ნელა დაარეგულირებს ყოფით ურთიერთობებს უბრალო ადამიანებს შორის, ისე, როგორც ეს თავის დროზე ერგნეთის ბაზრობამ გააკეთა ოსთა და ქართველთა მიმართ. აფხაზეთშიც დაიწყება აფხაზებისა და ქართველების შერიგების ურთულესი პროცესი, რომლის შემდეგ ლტოლვილთა ეტაპოვრივ დაბრუნებაზეც შეიძლება ფიქრი.

ამ ყველაფრის გარანტი მხოლოდ რუსეთი თუ იქნება. ჰოდა, ეს “თუ იქნება” რომ რეალობად იქცეს, ნატოსა თუ ევროკავშირზე უსაგნო ლაი-ლაის უნდა მოვრჩეთ; რუს-ქართველთა ორსაუკუნებრივი ტკბილ-მწარე თანაცხოვრების ისტორიიდან ერთიც გვახსოვდეს და მეორეც. დიდი ილიასავით ისტორიის სასწორზე ავწონოთ ავ-კარგი და ვნახავთ, რომ მწარეს ტკბილი აჯობებს და ავს _ კარგი. ისიც გასათვალისწინებელია, რაც მოცემულ დროსა და სივრცეში დიდ პოლიტიკაში ხდება. აშშ-რუსეთის ურთიერთობები თვით კარიბის კრიზისის დროსაც არ ყოფილა ისეთი დაძაბული, როგორც დღეს.
ავტორი: დავით მხეიძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.