მაგიური კერძი სპეციალურად „გემრიელი პაექრობისთვის“ ქალბატონი ანნა ლენორმანისგან!

სულ მალე რესტორან ლაზიკაში გაიმართება კულინარიული შეჯიბრი რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან, რომელიც როგორც იცით ხორციელდება მედია სააგენტო TVM NEWS-ის ორგანიზატორობით. დღეს გაგიმხელთ ერთ-ერთი მონაწილის, ანუ ცნობილი ქალბატონის ვინაობას და ეს გახლავთ უძლიერესი ფსიქოლოგი, პარაფსიქოლოგი და ასტროლოგი:

ანნა ლენორმანი – ფსიქოლოგი, ასტრო-ფსიქოლოგი, თეთრი მაგიის მაგისტრი, პარანორმალურ მოვლენათა წინასწარმეტყველი, როგორც ბუნების, ასევე ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მსოფლიოს 9 საუკეთესო მაგისტრთა შორის ერთ-ერთი უძლიერესი, ტიბეტური მედიცინის თეთრი მანტიის მფლობელი. ჭეშმარიტი ვარსკვლავთმრიცხველი (45 წლიანი სტაჟით.)

ქალბატონი ანნა თავისი მაგიური კერძის მომზადებით შეეჯიბრება ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი ერქომაიშვილს. კულინარიული პაექრობა ძალიან მალე გაიმართება, ასე რომ სულ მალე ძალიან საინტერესო გადაცემა გველის!

პროექტის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რესტორან „ლაზიკას“ და მის დირექტორ ბატონ ნიკოლოზ ხრიკაძეს, რადგან სწორედ რესტორანი ლაზიკა გახლავთ ჩვენი გემრიელი პაექრობის ოფიციალური მასპინძელი.