პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების საქმეზე დაპატიმრებული მებრძოლი, ზაალ ლატარია რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, საკუთარ სახლში მიიყვანეს. ლატარიას სახლში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ.
ზაალ ლატარიამ პირველი კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ მას რომელიმე პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება არ აინტერესებს და მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„არ ვიცი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს… ფიზიკურად მდევნისსახელმწიფო. არ ვიცი ვიღაცამ ჩამიგდო, ჩემი დაკავება უნდოდათ და ეს იყო. უბრალოდ ვნახე და ამოვშალე.
პირადი დევნა მიდის ჩემზე, მეტს რას უნდა ვუკავშირებდე,პოლიტიკურს. მე ვარ მეომარი, მე ვარ პატრიოტი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე არ ვიყიდები, ბესელია და სხვები არ მაინტერესებს,“-ამბობს ზაალ ლატარია.
საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ სპეცრაზმელს თბილისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.
სამართალდამცველები, რომელებიც ადგილზე იმყოფებიან აცხადებენ, რომ ლატარია დაკავებული არ არის და მის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხება.