„აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე, გასაგებია თქვენთვის?!“

“აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე, გასაგებია თქვენთვის?!”, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გიგა ბოკერიამ, აღნიშნული საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს.

„აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე, გასაგებია თქვენთვის?

ახლა მომისმინეთ გარკვევით. მერე გამოთქვით აზრი, ნუ გვაწყვეტინებთ.

ვინც კითხვას გისვამთ, ის უნდა დააკმაყოფილოთ, ან არ დააკმაყოფილოთ. თუ თქვენ უკმარისობის გრძნობა გექნებათ, გაქვთ მერე ბრიფინგის ჩატარების საშუალება.

იქონიეთ მოთმინება, პატივი ეცით კომისიას. არ მჭირდება ეს ნოტაციები. თქვენ რომ გამოხვალთ როგორც გნებავთ ისე ისაუბრეთ, გასაგებია თქვენთვის?
საზოგადოებამ შეგვაფასოს რომელი ჩხუბობს. ახლა მაცადეთ ერთი წუთით.

სამუშაო რეჟიმი გულისხმიბს რას – თქვენ გისვამენ კონკრეტულ კითხვას , თქვენ პასუხობთ კი, ან არა, მერე ვინც კითხვა დაგისვათ, იმის საქმეა შემდეგ კითხვაზე გადავა თუ არა. მერე საზოგადოება განსჯის დამაჯერებელია თუ არა პასუხი.

აქ ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში. თქვენ და თქვენი შეფასებები, მორალის კითხვა არ გვაინტერესებს ჩვენ. გაეცით პასუხები კითხვებზე და მერე თუ დაგრჩებათ უკმარისობის გრძნობა არავინ არ ზღუდავს თქვენი სიტყვის თავისუფლბას ამ კომისიის გარეთ , ან სხვა კომიისიის წევრებზე კითხვაზე პასუხის გაცემისას. ახლა გასაგებია თქვენთვის- კი, თუ არა? იყავით ჩუმად, როცა კითხვას არ გისვამენ.“-აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 17 კაციანი შემადგენლობამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მუშაობა განაახლა.

დღეს კომისია საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს და შსს-ს გამომძიებელს კახა სირაძეს დაკითხავს.

ipress.ge