ლევან ჩაჩუა: კარდაკარ დაივლიან და შეამოწმებენ _ აბა, რას ასწავლი შვილს, რამეს ხომ არ უკრძალავ, ხომ არ უშლი გარყვნილ ცხოვრებას, ღამის კლუბებში ნარკოტიკების მიღებას…

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  თბილისის ოფისის მიერ მოზარდების უფლებრივ მდგომარეობაზე

მცირე ხნის წინათ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშს, რომელიც ერთგვარ ლიბერალურ  განგაშსადა

თავზარდამცემ წიოკს წარმოადგენდა იმის თაობაზე, რომ თურმე  საქართველო შიმშობლების 94%

აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს, მმართველი გუნდის მხრიდან მყისიერი მოქმედებები და

ახალ–ახალი რეგულაციების შემუშავებაზე სულმოუთქმელი მუშაობა მოჰყვა.  უმალდაფაცურდნენ

დასავლელი მამა–მარჩენლების საყვედურით ელდანაცემი სახელისუფლო “ექსპერტები” და წავიდა მსჯელობა:

რა “უშველონ” “ბნელ წარსულში ჩარჩენილ ქართველ მშობელს”,  რომელიც“ ძალადობას” არ იშლის.

ამ გაშმაგებულ მსჯელობაში ყველას  ისევ UNICEF-მა დაასწრო და რამდენიმე დღის წინათ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სახელწოდებით

“ბავშვთა უფლებების კოდექსი”. ვრცელი დოკუმენტი, რომელიც, როგორც ჩანს,  მალე დამტკიცდება და

კანონად იქცევა, ძირითადად  აკრძალვებს მოიცავს, მათ no შორის აკრძალვებს როგორც  სკოლებსა და სხვა

საჯარო სივრცეში, ისე ოჯახში. რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს,  რომლებიც, კანონ პროექტის თანახმად,

დანაშაულად უნდა შეფასდეს, დოკუმენტისავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომძალადობის

კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს და მკაცრი სამართლებრივი ზომებით აღიკვეთოს არა მხოლოდ ფიზიკური,

არამედ

ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც. ამგვარ  მართლსაწინაარმდეგო ქმედებად კი შეიძლება მიჩნეულ იქნეს

მშობლის მიერ შვილისთვის დაწესებული ნებისმიერი აკრძალვა, რომელიც თუნდაც სიტყვიერი

გაფრთხილებით ან შენიშვნით გამოიხატება.

მოკლედ, UNIშEF-ის მიერ ნაკარნახევი ახალი რეგულაციების შემდეგ მშობელს ისღა დარჩება, ჩუმად იყოს და

მოთმინებით შეხვდეს შვილის ყველა გატაცებას,  რომელიც თურმე მოზარდობის ასაკში ნორმალურია,

მათ შორის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული  საშუალებების, ნიკოტინისადა სხვა  მავნე ნივთიერებების მიღებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოძალადის სტატუსით მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და კანონის

სრული სიმკაცრით დაისჯება…

რა მიზანს ემსახურება რეალურად და  რასმოიტანს ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, “საქართველო და მსოფლიოს”  ესაუბრება საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის”  თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ თანამედროვე დასავლური “ლიბერალიზმი” და გლობალიზმი, რომლებიც იდეის დონეზე არის მამოძრავებელი ამ ყველაფრის, გულისხმობს ერთ მთავარ ასპექტს: ადამიანის აზროვნება, მისი ქცევა და მოქმედება იყოს სრულიად თავისუფალი. ოღონდ აქ საინტერესოა ის, რომ თავისუფლებაში იგულისხმება სრულიად სხვა რამ, რაც რეალურად არის არა ის, რასაც ამ სიტყვის ცნება გულისხმობს, არამედ საპირისპირო რამ. საერთოდ, სიტყვა თავისუფლება გვეუბნება, რომ ადამიანი არის საკუთარი თავის უფალი, როცა ის მეფობს თავის მიდრეკილებებსა და ვნებებზე. სწორედ ამაზეა აგებული ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება, რათა შინაგანად ძლიერმა, საღი აზროვნების ადამიანმა გაითავისოს უფლის მცნებები:. არა კაც კლა, არ იქურდო, არ იმრუშო, არა ცილი დასწამო და ა.შ… რაც შეეხება თავისუფლების სხვა გაგებას, თანამედროვე “ნეოლიბერალიზმი”, რომელიც გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, ადამიანს ეუბნება, რომ ყველაფერი პირობითია და არ არსებობს არავითარი სულიერ-ზნეობრივი წესი, რომლის გამოც ადამიანმა უარი უნდა თქვას თავის მოთხოვნილებებზე. ეს კი, თავის ფლობა და თავისუფლება კი არა, აღვირახსნილობაა.

ახლა _ რა მიზანს ემსახურება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები: არც ისე ადვილია ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი დაშვებულია და ყოველგვარი ზნეობრივი პრინციპი მისთვის ზედმეტი ბარგია, ამიტომ საჭიროა გარკვეული სადამსჯელო მექანიზმების შემუშავება, რომლებიც აიძულებს მას, ხელი აიღოს შვილების ნორმალურ აღზრდაზე. შიში და მუდმივი სახელმწიფო ტერორი _ აი, რა არის ის იარაღი, რომლითაც

დასავლეთის რიგი ქვეყნების საზოგადოებაში გამალებით მიმდინარეობს გარყვნილი ცხოვრების წესის,

სახარებისეული მცნებების საწინააღმდეგო სტანდარტების დანერგვა.

_ ფიქრობთ, რომ აქაც შიშის დათესვის მიზნით მოხდება გარკვეული კანონების მიღება?

_ ცხადია, მაგრამ მანამდე ნიადაგია მოსამზადებელი, პროპაგანდისტული შტურმია განსახორციელებელი საზოგადოების ცნობიერებაზე, რათა ხალხი შეაგუონ ამ ცვლილებებს. საერთოდ, “ლიბერალური”

პროპაგანდის მთავარი სტრატეგია არის ის, რომ ყველაფერი ცუდის განზოგადება ხდება. სადღაც ვიღაცამ რომ ცოლი მოკლა, ვიღაცამ შვილი ცემა და ა.შ., რა თქმა უნდა, დასაგმობია, მაგრამ ისე წარმოჩინდება,

თითქოს ეს ამ ქვეყანაში ყოველდრიური მოვლენაა. მერე შეშფოთებული სახეებით მიდის საუბრები იმის თაობაზე, რომ თითქოს ამას დრომოჭმული ტრადიციები განაპირობებს, რომ თურმე ეკლესიური აღზრდა ევროინტეგრაციის შემაფერხებელია და სხვ. რაც შეეხება შიშის დათესვას, როდესაც მშობელმა იცის, რომ მისი მხრიდან შვილის მიმართ თუნდაც სიტყვიერი შენიშვნის მიცემას ან რამის აკრძალვას შეიძლება

სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს, ეს მისთვის, რა თქმა უნდა, დიდი წნეხი და მორალური ტერორი

იქნება. საინტერესოა, რა შეფასდება ბავშვზე ძალადობად: ვთქვათ მამამ ან დედამ არასრულწლოვან შვილს მკაცრი შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ცუდად აცვია, ან აუკრძალა ღამის კლუბში წასვლა, თუ იქიდან

ნასვამი ან ნარკოტიკით გაბრუებული დაბრუნდა… ეს ძალადობაა?!

_ UNICEF-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომმოზარდი შეიძლება მიდრეკილი იყოსგარკვეული მავნე ჩვევებისადმი,

მაგრამამას მშობელი გაგებით უნდა მოეკიდოს.

_ რას უნდა მოეკიდოს გაგებით _ ბავშვი რომ ნარკოტიკს მიიღებს, ალკოჰოლსა და ნიკოტინს, გაირყვნება და გაუბედურდება?! თანამედროვე გლობალისტურ დიქტატს სჭირდება ისეთი საზოგადოება, რომელიც

შინაგანად იქნება დაცლილი. ყველაზე ადვილი სამართავი ხომ ვნებებს დამონებული, გარყვნილი, გალოთებული და განარკომანებული საზოგადოებაა? რა არის მათთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი: პირველი _ ეს არის ეკლესია და ეკლესიური ცნობიერება, რომელიც პირდაპირ ამხელს თავისუფლების

მანტიაში შეფუთულ აღვირახსნილობას და მეორე _ ოჯახი. ამიტომ ხორციელდება ორივე ამ ინსტიტუტზე გაშმაგებული შეტევა. მერწმუნეთ, თუ დროზე არ მოვაშორებთმართვის სადავეებს ამ მარიონეტპოლიტელიტას, შორს არ ვართ

იმდროისგან, როცა “სამართლებრივიმანდატით” აღჭურვილი სოცმუშაკებიკარდაკარ ჩამოუვლიან

ყველა ოჯახს…

_ ჩვენმა საზოგადოებამ ამ პროცესს რაშეიძლება დაუპირისპიროს?

_ ჩვენი საზოგადოება დღეს, სამწუხაროდ, მიძინებულია და ხელისუფლება ამას, რა თქმა უნდა. ხედავს. ქართველ ხალხს აღარ აქვს საზოგადო კეთილდღეობაზე ფიქრის დრო. ჩვენი ერთადერთი საფიქრალი

დღეს არის ის, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ და რაღაც მივიტანოთ ოჯახში, ხოლო სამშობლო, სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები, სამწუხაროდ, მოცლილი კაცის საქმედ არის მიჩნეული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ბევრისგან გამიგია, რომ ის, რაც ხდება, მის ოჯახსა და შვილებს არ შეეხება. აქ ერთი ბიბლიური პასაჟი მინდა მოვიყვანო. როდესაც სოდომი და გომორა გარყვნილებამ მოიცვა, იქ იყო ერთი ღვთისმოშიში კაცი ლოტი, რომელიც პატიოსნად ცხოვრობდა. ამ კაცს ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავდა, ორივე ქალწული. როცა უფალმა ქალაქს რისხვა მოუვლინა და დაწვა, ლოტი და მისი შვილები უვნებელი გადარჩნენ, მაგრამ იმ გარემომ, რომელშიც ლოტის ქალიშვილები იზრდებოდნენ, ისეთი დაღი დაასვა მათ ცნობიერებას, რომ სოდომიდან გამოსულებმა მამა დაათვრეს და მასთან დაწვნენ… ანუ, რისი თქმა მინდა: ვერ აღზრდი შვილს ისე, რომ მასზე სოციალურმა გარემომ ზეგავლენა ვერ მოახდინოს. როცა ბავშვს სხვადასხვა ფორმით ესმის ერთი და იგივე პროპაგანდა, მას დიდი გავლენა ექნება მის ცნობიერებაზე. რაც შეეხება კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და რეკომენდაციებს, ტოტალური “ლიბერალური” დიქტატის პარალელურად რომ ხორციელდება, ძირითადი მედიასაშუალებები ასევე ეწევიან ირონიულ პროპაგანდასა და ქილიკს

იმის თაობაზე, რომ თურმე არავინ არაფერს გვართმევს, “ქართველობის წართმევაზე” არიან განსაკუთრებით ფოკუსირებულნი. მინდა, მოკლედ გავაცნო საზოგადოებას, რა წერია UNICEF-ის ბოლო ანგარიშში: “იმისათვის, რომ თავი დამოუკიდებლებადიგრძნონ, მოზარდებს უნდა მიეცეთთავისუფლება

და ავტონომია, მათ უნდაგამოიმუშაონ გადაწყვეტილების მიღებისუნარი, მაშინაც კი, თუ

ეს შეცდომებისდაშვებასაც გულისხმობს…” ეს კიდევ არაფერი. იქვე, იმავე ანგარიშში შეშფოთებას

გამოხატავენ იმის გამო, რომ დღეს მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოთქვამს მზადყოფნას, შვილს საშუალება მისცეს, “დამოუკიდებელ, სექსუალურადაქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს დაასევე ხელი

შეუწყოს მას სექსუალურიიდენტობის ჩამოყალიბებაში”. ეს ანგარიში ახლაც დევს გაეროს ბავშვთა ფონდის თბილისის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველას შეუძლია ნახოს…

_ რა იქნება ამ პოლიტიკის საბოლოოშედეგი, როგორ საზოგადოებას მივიღებთ?

_ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა და თვითონ ივანიშვილიც ჯერ კიდევ წლების წინათ

აცხადებდა, რომ მისი მიზანია, ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. ეს ნიშნავს, რომ აქაც დამკვიდრდება და მიღებული იქნება ის “სოციალური ნორმები”, რომლებიც ევროპაშია. წახვალ წინააღმდეგი? მოგადგება სოციალური მუშაკი დამოძალადის სტატუსით საბრალდებოსკამზე აღმოჩნდები.

მთავარი აქცენტიახლა კეთდება იმაზე, რომ მშობელსწაართვან შვილის აღზრდის ბუნებრივიუფლება და

პრივილეგია. ამ პოლიტიკის შედეგად ძალიან მალე მივიღებთ სრულიად ამორფულ საზოგადოებას,

რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მართული “ლიბერალური” ელიტის მიერ. ეს საზოგადოება ვერც კი მიხვდება, ისე უკარნახებენ ყველაფერს, მათ შორის, როგორი უნდა იყოს თანამედროვე “ცივილიზებული” ადამიანის სოციალური ქცევა, რა უფლებები უნდა ჰქონდეს მას და ა.შ. აი, ამიტომ ვამბობ ყველგან,

სადაც ამის საშუალება მეძლევა, რომ საჭიროა სამოქალაქო სოლიდარობა. ნურავის ეგონება, რომ მის ოჯახს არ  შეეხება ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილება,

კარდაკარ ჩამოივლიან და შეამოწმებენ _ აბა, რას ასწავლი შვილს, ხომ არ უშლი ღამის კლუბებში სიარულს,

ხომ არ უბრაზდები ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ნიკოტინის მიღების გამო… თუ ამ დამღუპველ კამპანიას წინ

არ აღვუდგებით, ლიბერალური  ინტერნაციონალის მარიონეტი პოლიტელიტა შვილების აღზრდას

ჩამოგვაშორებს და ხელს შეუწყობს აღვირახსნილი, ადვილად სამართავი თაობების ჩამოყალიბებას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.