მეუფეები – პეტრე, დიმიტრი, დავით ალავერდელი, მამა ანდრია გვაზავა – სასულიერი პირები, ვისაც გიორგი მამალაძემ სკანდალური წერილი გამოუგზავნა

მამა გიორგი მამალაძემ საპატიმროდან სკანდალური წერილი გამოაგზავნა, რომელიც შესაძლოა, საპატრიარქოსთვის საფთხის შემცველი აღმოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა  “2020NEWS”-ს განუცხადა. 

რამიშვილის განმარტებით, სკანდალური წერილის ადრესატი მხოლოდ ოთხი მაღალი რანგის სასულიერო პირია. ამ ეტაპზე გიორგი მამალაძის უფლებადამცველები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ინფორმაციას ასაჯაროვებს მატროსოვის ციხეში მყოფი დეკანოზი. 

“მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რა წერია წერილში და ვისზე რას წერს დეკანოზი. აღნიშნულ წერილს  მე  არ გავცნობივარ – დახრული წერილია. ამ წერილს მხოლოდ ის ოთხი სასულიერო პირი გაეცნობა, ვის სახელზეც გამოიგზავნა. ესენია: მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, მამა ანდრია გვაზავა და მეუფე დავით ალავერდელი. 
იმის მიუხედავად, რომ მე წერილს არ გავცნობივარ, შემოძლია ვივარაუდო, რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს წერილი და შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ იქ შესაძლოა ისეთი დეტალები და ფაქტებია მოყვანილი, რაც ეკლესიისთვის შეიძლება სახიფათოც გახდეს. სხვა დამატებითი დეტალები ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის“, – განაცხადა რამიშვილმა “2020NEWS”-თან საუბარში.  

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ქართულმა სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზმა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა.
დეკანოზის სარჩელი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში 31 იანვარს შევიდა. გიორგი მამალაძის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ადვოკატი დავით ჯანდიერი დაიცავს.

ერთი კვირაა დეკანოზის ძმა საპატრიარქოსთან აქციას მართავს და მოითხოვს მამა გიორგი მამალაძის ზიარებას და საპატიმროდან გათავისუფლებას.
2020news.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.