ირანის პრეზიდენტის შემაშფოთებელი განცხადება “საქართველოს ტერიტორია ირანს ეკუთვნოდა”
ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიიჩნევს, რომ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორეიბი ირანს ეკუთვნოდა, რომელიც 205 წლის წინ გამოყოფილი იქნა “მშობლიური მიწისგან” – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ისლამური რევოლუციის 40 წლისადმი მიძღვნილ სიტყვაში განაცხადა.
“კაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, 205 წლის წინ, ირანის მშობლიური მიწები გამოყოფილი იქნა ქვეყნისგან, მათ შორის ჩრდილოეთ ირანის და კავკასიის ტერიტორიები. ამ ადგილებში დღეს ფორმირებულია მრავალი სახელმწიფო”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ისტორიული პრეტენზიების წარმოთქმისას კონკრეტული მიზეზები როუჰანის არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ შაჰების მმართველობა იყო მოღალატეობრივი.
geotimes
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.