ვერძი გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. მოერიდეთ ინიციატივის, ლიდერობის გამოვლენას. თქვენს დახმარებას საჭიროებენ ნათესავები და მეგობრები.
კურო
კარგი დღეა დასვენებისთვის, ოჯახში ატმოსფეროს გაუმჯობესებლად. მანდილოსნები სიმშვიდეს და ჰარმონიას მოიპოვებენ. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, გართობას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
ტყუპი
არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაიწყო. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებას. ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან.
კირჩხიბი
ურთიერთობების, ჰარმონიის აღდგენის დღეა. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ, მაგრამ, ნურც ზედმეტად გადაიტვირთებით. ნათესავებთან და მეზობლებთან გულახდილი საუბარი გელით.
ლომი
მცირე საოჯახო საქმეები მოაგვარეთ. საყიდლები და ფულის ხარჯვა სხვა
დღისთვის გადადეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
ნუ ეცდებით ყველგან და ყველაფერში წესრიგის დამყარებას. ლაღად და ჰარმონიულად იმოქმედეთ. მეტად აკონტროლეთ სიტყვები და ქცევა.
სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ სახლში ჰარმონიის შექმნას, გარეგნობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. შინ მხოლოდ რჩეული ადამიანები დაპატიჟეთ.
მორიელი
მოიშორეთ შიშები, თავისუფლად და ლაღად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დახმარებას მეგობრებისა და ნათესავებისგან მიიღებთ.
მშვილდოსანი
ჩამოყალიბდით საკუთარ მიზნებსა და სურვილებში. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საუბრებსა და საქმეებს. საღამო ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
დაასრულეთ საქმეები, რათა უქმეებზე დასვენება, ქალაქგარეთ გამგზავრება შეძლოთ. ნუ დაუშლით საკუთარ თავს ოცნებას. თქვენი სურვილები ასრულდება.
მერწყული
ზოგიერთი მოვლენა თქვენთვის ამოუხსნელი დარჩება. იყავით პოზიტიური, მსუბუქად შეხედეთ მოვლენებს. საღამო სასიამოვნო ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
გარშემო მყოფების განსჯას მოერიდეთ. ნუ ეცდებით საიდუმლოებების ამოხსნას, მალე ყველაფერი გაირკვევა. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ჰომეოპათიისადმი.