გიორგი ვოლსკი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლიდან ის პოლიტიკიდან წავა და მეტ დროს ოჯახს დაუთმობს. ამის შესახებ მან “ობიექტივი”-ს ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

“მე ალბათ აღარ ვიქნები პოლიტიკაში, დავიღალე, ბევრი დავაკელი ჩემს ოჯახს, ჩემი ცხოვრებით არ მიცხოვრია. ვფიქრობ, რომ ბევრი უნდა მოვიდეს – ჩუგოშვილი მომეწონა, ამერიკაში ერთად ვიყავით, როგორი ობიექტურია, რა ინგლისური აქვს, შემშურდა”– განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

marshalpress.ge