ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“რომ შევადაროთ მურუსიძის მდგომარეობა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და დღეს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის იყო რიგითი ჯალათი და დიდი ეჭვი მეპარება, რომ ის დაეწინაურებინათ. ივანიშვილმა რა ჰქნა? მას მისცა სახელმწიფო ჯალათის ტიტული. ამით ის გააძლიერა. მარტივად დავთვალოთ. “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს მორალური უპირატესობა, დანარჩენ ოპოზიციასთან არ ვამბობ. იგივე “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მთავარი თემა ხომ ეს არის?!
მარტივად დავშალოთ. გირგვლიანის საკითხი, სადაც ჩვენ ყველა ერთად ვიყავით და ქუჩა-ქუჩა დავრბოდით. თუმცა დღევანდელი ხელისუფლებიდან არცერთი არ მახსოვს იქ, საიდან მოძებმა ეს ხალხი. გირგვლიანის საქმეზე უფრო მძიმეა მაჩალიკაშვილის საქმე. რატომ მოკლეს ის ქისტის ბიჭი, რატომ მოკლეს ეს ბავშვი?!
სანდროსთვის ტერორიზმი არ დაუბრალებიათ. ამ ბავშვს აბრალებენ ტერორიზმს. ია კერზაია რისი მსხვერპლია? მთავრობამ დაწერა ანანიმკა და ამის საფუძველზე და მოკლა ღირსეული პედაგოგი”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.