მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, – აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
კითხვაზე, როგორი პოზიცია ექნება თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწლეობას გადაწყვეტს, ივანიშვილი პასუხობს:
“ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა. გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული.
მე მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მანამდე ორი წელია. უნდა დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა. მე და ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ხშირად ვკითხულობთ ერთმანეთს და ძალიან ხშირად ვეხმიანებით. ჩვენს მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთში. ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ, იქაც გვქონდა საუბარი და ა.შ. ჩემი ბერა არის ასევე მისი ერთ-ერთი ბავშვის ნათლია”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
http://guardian.ge