მირქმა

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვას ათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. 

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს მირქმის დღესასწაულს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.

ტაძარში წინასწარ მომზადებულია სუფრა პურებითა და ტკბილეულით, რომელსაც პატრიარქი წირვის შემდეგ აკურთხებს. ნაკურთხი პური და ტკბილეული კი მრევლს გაუნაწილდება.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი.წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.
info9.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.