საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს მოაწერეს ხელი.
მისასალმებელია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დარწმუნებულნი ვართ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღწევას.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგებს ქვეყნის სახელწოდების ირგვლივ ისტორიულ გადაწყვეტილებას.
ასევე ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ნატო-ს გაწევრიანების ოქმის ხელმოწერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ფაქტს, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იზიარებენ ნატო-ს ღირებულებსა და სტანდარტებს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკას.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.