ბიძინა ივანიშვილს უნდა გაანადგუროს ყველა ის ძლიერი ფინანსური ჯგუფი, რომელმაც შესაძლოა, ოპოზიცია დააფინანსოს და მის განზრახვას, რომ 2030 წლამდე ხელისუფლებას დარჩეს, შეუქმნას საფრთხე.

 

ბიძინა ივანიშვილი არის შარაგზის ყაჩაღი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეს წაართვას პორტი და ბანკი, აღნიშნული განცხადება ნინო ჯაგირაშვილმა „TV Pirveli”-ის გადაცემაში „პირველები” გააკეთა.

ჯანგირაშვილი ამბობს, რომ თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები ასევე აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა გაანადგუროს ყველა ის ძლიერი ფინანსური ჯგუფი, რომელმაც შესაძლოა, ოპოზიცია დააფინანსოს და მის განზრახვას, რომ 2030 წლამდე ხელისუფლებას დარჩეს, შეუქმნას საფრთხე.

„შემზარავია ჩემთვის ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. ჩვენ ახლა ვუყურებთ, როგორ არის ერთი კაცი მიმდგარი თუ მომდგარი სახელმწიფოს ბულდოზერით და ანგრევს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აბსოლუტურად აქრობს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს ნიშან-წყალს…. ამ კაცმა გაგვარკვიოს, ვინ არის ის და სად არის. ის არის პოლიტიკოსი, პარტიის თავმჯდომარე, ის არის ბიზნესმენი, მომრიგებელ-მოსამართლე სხვადასხვა ტიპის დავებში, ის არის კანონიერი ქურდი, შარაგზის ყაჩაღი თუ ვინ არის ბოლობოლო ის ამ ქვეყანაში, თორე დაგვენგრა ამასობაში სახელმწიფო. აქ ხაზარაძე კი აღარ არის უკვე პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ ღიად ვუყურებთ ამ თავხედობას, რასაც ივანიშვილი სჩადის…. ბიძინა ივანიშვილი არის შარაგზის ყაჩაღი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეს წაართვას პორტი, წაართვას ბანკი და დაუნგრიოს ბანკი”, ამბობს ჯანგირაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პროკურატურა და საქართველოს ეროვნული ბანკი მის პირად „სერვისად” იქცა.

 

 

„არ ვეცდები ვიყო კორექტული – ივანიშვილი არის ფხუკიანი, არანორმალური კაცი. მას რა ელანდება, მე არ ვაპირებ გამოცნობას. ჩვენ ვიცით, რომ ის 2030 წლამდე აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას და ვინც პოტენციაში შეიძლება მას საფრთხე შეუქმნას, ძლიერი ფინანსური ჯგუფი იყოს, ან ოპოზიცია დააფინანსოს, ყველა უნდა გაანადგუროს. ერთი ძალიან ლეგიტიმური ვერსია ესეც არის, მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში იცით რაშია პრობლემა? – კაცი იმდენად გათავხედებულია უკვე, რომ აღარც ერიდება. ეს მაგიჟებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ივანიშვილი ისე მოვიდა ხელისუფლებაში და ისე წავა ძალიან მალე, რომ ვერც მიხვდება ჩვენ სააკაშვილს რას ვერჩოდით. ის რომ გვეუბნება, რომ სააკაშვილს ებრძოდა, როდის შეებრძოლა? 2011-ში ხო, რაღაც რომ აწყენინა და რაღაც არ მისცა და რაღაც ვერ გაიყვეს. ამის გამო გაუწყრა ის სააკაშვილს, თორე ჩვენ რისთვის ვებრძოდით სააკაშვილს, რისთვის ვიდექით ყველაფერზე ქუჩაში, ნელ-ნელა რომ უახლოვდება იმ ზღვარს კი არადა, უკვე გადალახა – ერთი ციხეში წამებაღა დაგვრჩა, უკვე გადალახა ის ზღვარი ივანიშვილმა…. დღეს მე არ ვიცი, რას აპირებს ხაზარაძე, მაგრამ თუ ის გადაწყვეტს ბრძოლას, მე როგორც ერთი რიგითი მოაქალაქე, ყველგან ვიდგები მის გვერდით კი არა, ამ ქვეყნის გვერდით.

 

 

ბიძინა ივანიშვილს ისღა დარჩა, რომ გადაფივით, მწვანე წიგნი დაგვიწეროს და გვასწავლოს, როგორ ვიცხოვროთ – ყველაფერს ის განაგებს აბოსლუტურად. ამიტომაა მამაუკა ხაზარაძის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გარდამტეხი. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ გადააგორებს – როგორც წესი, ძიება ხომ გრძელდება ხოლლე ერთი წელი, ორი წელი და ეს თემა უბრალოდ „დამოკლეს მახვილივით” დაეკიდება ხაზარაძის თავზე და ვაჭრობისას იქნება უფრო დამთმობი მისი [ბიძინა ივანიშვილი] აზრით და წაართმევს, რაც გაუხარდება აბსოლუტურად. ანაკლიის პორტს უბრალოდ წაართმევს მას. ანაკლიის პორტი, მე არ მინდა რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბრო, მაგრამ ყველაზე მეტად აწუხებს ზუსტად რუსეთს და ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ბოლოს აღმოაჩინა, რომ ეს პორტი მართლაც რეალური პროექტია და ამიტომ გადაირია და შესაძლოა, აქ კიდევ სხვა ინტერესებიც იყოს ჩარეული. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თუ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ კაცს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ეს ქვეყანა მართოს როგორც საკუთარი ყანა”, განაცხადა ნინო ჯაგირაშვილმა „TV Pirveli”-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
Guardian. ge.
 ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.