16 თებერვალს წლის ქველმოქმედი ადამიანები დაჯილდოვდა. ღონისძიებას უმასპინძლა სასტუმრო კალასმა. შეგახსენებთ, რომ ,,ქველმოქმედთა დღე” უკვე მეექვსე წელია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული განვითარების ცენტრის ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით იმართება. ღონისძიების ფარგლებში ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედებისა და მარტოხელა მოხუცების დახმარება, რათქმაუნდა გამონაკლისი არც 2019 წელი იყო. დემოკრატიული ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფმა მარტოხელა მოხუცებს ადგილზე მიუტანა საყოფაცხოვრებო პროდუქტები და თუნდაც ერთი დღე გაუხალისა და გააბედნიერა ისინი.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ წლის ქველმოქმედი ადამიანები და ორგანიზაციები: კომპანია სარაჯიშვილი, საქართველოს ეროვნული ლატარეა, ფონდი იავნანა, ფონდი მომავლის გზა, სოლიდარობის სახლი პსპ ჯგუფი და სხვები. საღამოს უძღვებოდა ჟურნალისტი ჟანა ასანიძე და გეგა საჯაია. საღამოს ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.
განსაკუთრებული სიგელით დაჯილდოვდა სილამაზის სალონი მადამ ლენორმანი და მისი დირექტორი: ქალბატონი ანნა ლენორმანი. რომელმაც იზრუნა საღამოს წამყვანის იმიჯზე.