ნანუკა ჟორჟოლიანის სპეციალური ფეისბუკ პოსტი: „ყველაზე სვეცკი ყაჩაღები ხართ“

„გუშინ ჩავრიცხე ჯეოსელის ანგარიშზე 100 ლარი. ინტერნეტის შეძენა შეუძლებელი იყო, მაგრამ სახლში ვიყავი, wifi ვიყენებდი და დიდად არ მიცდია. დღეს ტელეფონი მეთიშება. ვრეკავ კომპანიაში და მპასუხობენ რომ ინტერნეტმა შეჭამა 100 ლარი ნახევარ დღეში. მოვითხოვე დეტალური, მპასუხობენ რომ ვერ მომცემენ იმიტომ რომ კომპანიის განახლება მიდის. ისევ შევავსე ანგარიში და ისევ იგივე პრობლემა. ინტერნეტს ვერ ვყიდულობ. Geocell – ჯეოსელი ყველაზე სვეცკი ყაჩაღები ხართ.“