ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი თუ ბესელიას პოლიტიკური სვლა – განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” გრძელდება

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში გრძელდება. მას შემდეგ, რაც ეკა ბესელია მმართველ გუნდს ღიად დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში მალევე გაჩნდა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

გაჩნდა თეორიებიც იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება ამბოხებული თანაგუნდელის დისკრედიტაციას ბინძური მეთოდებით ცდილობს და კადრებს გავრცელება სწორედ მის ინტერესებში შედიოდა. თუმცა, მმართველმა გუნდმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან კავშირი უარყო.

გაჩნდა ასევე ვერსია, რომ ეკა ბესელიამ მოსამართლეების საკითხი, რომელიც ღია დაპირისპირების მიზეზი გახდა, საბაბად გამოიყენა. რეალურად კი მან ისედაც კარგად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის თავიდან მოცილებას აპირებდა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ განხეთქილება, რომელიც მოსამართლეთა საკითხს მოჰყვა, ეკა ბესელიას პოლიტიკური სვლაა.

არსებობს სხვა თეორიებიც, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია, შორს მიმავალი გათვლებით.