საქართველოში არსებულ  მძიმე სოციალურ-ეკონომიურ ვითარებას  არაკეთილმოსურნე მეზობლების თუ დე ფაქტო მთავრობების  მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გააქტიურებაც მოყვა.

ირანის ბოლოდროინდელ განცხადებასთან დაკავშირებით  ვესაუბრებით ისტორიკოსს, ირანისტს, მწერალს და ერთ-ერთი რეიტინგული სატელევიზიო პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“-ს ავტორს ბატონ გურამ ქართველიშვილს.

რამდენიმე დღის წინ ისლამური რევოლუციის საიუბილეო სხდომაზე ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 205  წლის წინ ამიერკავკასია და მათ შორის საქართველოც იყო ირანის კუთვნილება. 

ბატონო გურამ, რა ხდება ჩვენს თავს? რას მივაწეროთ ჩვენს წინააღმდეგ  არაკეთილმოსურნე ადამიანების მხრიდან ასეთი გააქტიურება?

როდესაც ათასწლეულებზე გაწერილ ირანულ გაუმაძღარ მადას , სრულიად გასულიყო შავ ზღვაზე,  ერეკლე მეფემ დაუკეტა გზა, მხოლოდ  წინა და ამ ანტიეროვნული ხელისუფლების ხელში გადაწყვიტა ირანმა ის  ძველი სურვილის ასრულება  და აღთქმული მიწის ხელში ჩაგდებასაც  ამჯერად უკვე სხვა მეთოდებითცდილობს. ჩვენ გვყავს გარეთა სპეცსამსახურების მიერ  მართული ხელისუფლება, რომელმაც ისე დაარღვია საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული გეოპოლიტიკური კანონზომიერება, რომ მივიღეთ სავალალო შედეგი. მან  კარი გაუხსნა ირანულ ელემენტს საქართველოში.  შარშანდელმა წელიწადმა დაგვარწმუნა, რომ ისინი პირდაპირ ეპატიჟებიან ირანელებს საქართველოში. ცდილობენ რომ შემოიყვანონ და დაასახლონჩვენს  მიწაზე.  ასეთია  ამ მთავრობის  არაკომპეტენტური, მოღალატეობრივიდამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ.

ირანი ძალიან მდიდარი ქვეყანაა, ამიტომ ჩვენმა ფულზე დახარბებულმა, საეჭვო განათლების მქონე  ჩინოვნიკებმა სრულიად ბრმად,  ამ საშიშ თემას ძალიან ხელაღებით მოკიდეს ხელი. როდესაც ხელისუფლება ყველაფერს ანტიქართულს ნერგავს ქვეყანაში, ამ პირობებში მოსალოდნელიცაა რომ არამარტო ირანმა, არამედ ჩვენს ირგვლივ მყოფმა ქვეყნებმაც განაცხადონ ჩვენს მიწაზე პრეტენზია. მხოლოდ ივანიშვილი კარნახობთ, თუ როგორ გადაწყვიტონ მენეჯერულიმიზნებით ქვეყნის ბედი.  ამიტომ ქვეყანა გამოდებულია დახლზე და იყიდება. არავითარი დამცავი მექანიზმები არ გააჩნია.

–ბოლო წლებში ირანელებს ალბათ უფრო მეტს ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ვიდრე ქართველებს… თან ისე გრძნობენ თავს თითქოს საკუთარ ქვეყანაში იმყოფებოდნენ…ალბათ ესეც არის ირანის პრეზიდენტის განცხადების ერთ-ერთი მიზეზი…

– ირანული ოჯახები ჩვენივე ხელისუფლების ხელშეწყობით ჩვენს ირგვლივ ძალიან მომრავლდნენ.სახლდებიან, ყიდულობენ ბიზნესებს, მიწას… ჩვენ არ ვიცით ამ ხალხის ეთნო-ფსიქოლოგია, გარდა იმისა, რომ აქ შემოსულებს  უზარმაზარი კაპიტალი მოსდევთ თან, არიან ვაჭრობასა და ბიზნესში ძალიან სერიოზულად დახელოვნებულნი.  საომარი მოქმედებები მოძველდა მსოფლიოში და ახალი მეთოდებით გვიპყრობს – თავისი ხალხის შემოდინებით და თავისი  ფულით. თუ მივეცით საშუალება, დაიკავებენ ყველა საკვანძო ობიექტებს საქართველოში, ისევე როგორც სხვა ეთნოსები. არის თურქთა შემოსევები აჭარის მხრიდან,  რუსებს  აქვთ უამრავი სტრადეგიული ობიექტი ნაყიდი…

როდესაც შენ შენს ხალხს იძულებულს ხდი გაიქცეს ქვეყნიდან, შენი ხელისუფლება ხელს აწერს მაროკოში პაქტს, რომლის მიხედვითაც ირანელების შემოყვანას აპირებს ქვეყანაში და ეთნორელიგიური ფონის შეცვლას,  ასეთ პირობებში,  ირანი ათმაგად გააქტიურდება.  ჩვენი ხელისუფლების წევრებისგან ხშირად გვესმის, რომ პატრიოტიზმი არის გოიმობა, ჩამორჩენილობა, რომ ეროვნული აზროვნება არის საშიში, ამ ფონზე ნებისმიერი სახელმწიფო ისარგებლებს იმით, რომ დაგიპყროს და წაიღოს ყველაფერი.  უკვე ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ იმ ეკონომიურ ომში ვართ, სადაც ირანს მთავრობის მიერ მოღალატეობრივი ნიადაგი აქვს შექმნილი, რომ აქ დაფუძნდეს, ამ ქვეყანაში ფეხი მოიკიდოს სერიოზულად. ირანული ელემენტი საშიშია საქართველოსთვის იქედან გამომდინარე, რომ ისინი არიან სერიოზული ვაჭრები.  ბოლოს აღმოჩნდება, რომ მთელი ეკონომიკა მეზობელ იმპერიების ხელში იქნება გადაბარებული,  არამარტო ეკონომიკა, ისინი სტრუქტურებშიც  შევლენ და ბოლოს პარლამენტრშიც  მოგვევლინებიან. ამით დაასრულებენ საქართველოს პერსპექტივას.

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცეში თვითმხილველების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, ირანელი მოქალაქეები საკუთარ  თანამემამულეებს ჩვენს დედაქალაქში გიდობას როგორ უწევენ და არწმუნებენ, რომ საუკუნეების წინ თბილისი მათ ისტორიულ  კუთვნილებას წარმოადგენდა. რა ხდება, ბავშვობიდან უნერგავენ საქართველოზე პრეტენზიას?

 

12 წელიწადი ვმუშაობდი ირანში და  ტაქსის მძღოლისგან და თუნდაც ნებისმიერი ირანელი მოქალაქისგან, მომისმენია,  რომ საქართველო ირანის ნაწილია. ეს მათში სისხლშია გამჯდარი. შთამომავლობით, მემკვიდრეობით გადასცემენინფორმაციას, რომ  საქართველო ირანს წაართვა რუსეთმა.ეს ჩვენ ვავიწყებთ ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალს, საკუთარი მიწის, ქვეყნის მნიშვნელობას და სიყვარულს და იქ  პირიქით ხდება,  ახალ თაობას ზრდიან იმით, რომ გურჯისტანი, და საერთოდ ამიერკავკასიის აღმოსავლეთი მხარე,  ირანის კუთვნილებაა. 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ ოსმალეთმა და ირანმა ჯერ კიდევ დაუპყრობელი  საქართველო  შუაზე გაიყო, ამის შემდეგ საქართველოს ირანის აგრესიის სისხლიანი საუკუნეები ახსოვს. რა უბედურებები აღარ დაგვატეხეს თავს. ამიტომ ისინი დღესაც ამისთვის იბრძვიან.

საინტერესოა, ჩვენი ტურისტული სააგენტოები ვის ემსახურებიან, ვინ არიან გიდები,

შემოდის ირანელი ტურისტი და ირანელი გიდი ხვდება, რომელიც უხსნის, რომ თბილისი არის ყიზილბაშური ქალაქი. ამძაფრებს ურთიერთობებს. არიან იუდა სამშენებლო კომპანიები, რომლებიც აქ ჩამოსულ უცხოელებს, ირანელებს არაბებს , პირდაპირ ბუკლეტებით ხვდებიან, და სთავაზობენ ახალაშენებულ ბინებს. ესე რომ ხვდები შენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებს, ის იდეოლოგიურ ფონსაც შექმნის ამისთვის და თუ სადმე ისტორიაში როდისმე  თბილისი დაპყრობილი ჰქონდა ყიზილბაშს ცოტა ხნით, იტყვის ეს სულ ჩვენ გვეკუთცნოდაო.

იგივე ხდება არაბების შემთხვევაში. არაბი გიდი უხსნის თავისიანს, რომ თბილისი და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველო იყო არაბული,  ასევე იქცევა თურქი, რუსი და შენ, როდესაც ტურიზმის განვითარება გინდა, რატომ უნდა აძლევდე  სხვა ქვეყნის გიდს ამდენ უფლებებს?

როდესაც ტურიზმის განვითარება გინდა,  უნდა მოაწესრიგო ეს სფერო, გყავდეს კვალიფიციური ქართველი ექსკურსიამძღოლები, რომლებიც ჩამოსულ უცხოელებსჩვენს ისტორიასგააცნობენ  და დაანახებენ  სიმართლეს.  თითქოს მივდივართ ევროპაში, მაგრამ დროთა განმავლობაში საქართველო იძირება ისლამურ აზიაში. ეს არის სავალალო პერსპექტივა.

–  რატომ აქვს საქართველოს არასანდო ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი მოხსნილი?

 

როდესაც ირანთან გაიხსნა არასავიზო რეჟიმი, მე როგორც ირანისტი საშიშროებას ვხედავდი ამაში.როცა შენს საკუთარ ქვეყანაში არ გაქვს დამცავი მექანიზმი, ასე უპასუხიმგებლო ნაბიჯები ვიზის მოხსნასთან დაკავშირებით არ უნდა გადაიდგას.

ამ ყველაფრის უკან დგას შავი ფული, რომლითაც ჩვენი ბიუროკრატია სარგებლობს. როდესაც  სათავეში ანტიეროვნული, პირდაპირ ვიტყვი, გაუნათლებელი ადამიანები სხედან,  იქ ნოყიერი ნიადაგია იმისთვის,  რომ ქვეყანას ყველა სახის ანტისახელმწიფოებრივი პრობლემა ჰქონდეს.

–ჩვენს აღმასრულებელ, თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში როგორ არ მოიძებნება თუნდაც რამდენიმე ადამიანი, ვინც ეროვნულ ინტერესებს პირადულზე  წინ  დააყენებს და ზემოთხსენებულ პრობლემებზე მძაფრი რეაქცია არ ექნება?

– გარე ძალების სპეცსამსახურების ძალისხმევით სათითაოდ ყავთ შერჩეული ესეთი ანტიეროვნული  ადამიანები.  არავინ ამ ხალხს არ იცნობს, არც დასამახსოვრებელი ბიოგრაფია აქვთ, არც სახელმწიფოს მართვის  გამოცდილება. შეიძლება რამდენიმე მათგანი იყოს ნახევრად სიმართლის მთქმელი, მაგრამ მე არ მინახავს  სიმართლის  ბოლომდე მთქმელი ადამიანი დღევანდელ პარლამენტში. ესენი არიან დატყვევებული, ხელ-ფეხშკრულნი.  ქვეყანაში, სადაც პატრიოტიზმი და ეროვნული  აზროვნება დასაცინად არის გამხდარი, და ამას უზარმაზარი თანხა ხმარდება,  შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ვინმემ ხმა ამოიღოს.

– გამოსავალს რაში ხედავთ?

 

გამოსავალი თვითონ ხალხში  და მათ სიფხიზლეშია,  ერის ერთობაშია.  მთლიანად უნდა გაემიჯნოს მოსახლეობა  ხელისუფლების აზრს და თვითონ შეხედოს ჯანსაღი თვალით არსებულ სიტუაციას.  არ უნდა იყოს დაყოფილი და გახლეჩილი მოსახლეობა.უზარმაზარი თანხა ხმარდება იმას, რომ როგორმე  გააჩუმონ  ერი. საუკეთესო ნაწილი ნელ-ნელა ტოვებს ქვეყანას, რადგან მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნიან, როგორც ეკონომიურ, ასევე ასპარეზზე გასვლის თვალსაზრისით.   მე და რამდენიმე ადამიანი,  რომელთაც არანაირი  პირადი ინტერესი არ გვამოძრავებს, გავერთიანდით.  მე როგორც მწერალი, ასპარეზზე გამომიყვანა დრომ.  არ ვიცი ჩვენს ძალისხმევას  ხალხი  აყვება თუ არა. ჩვენ გვყავს სერიოზული, ინტელექტუალური ძალა, რომელიც იბძოლებს და ქვეყანას შემოაბრუნებს უკეთესობისკენ.   უზარმაზარი საპროტესტო ტალღა უნდა შეიქმნას, გამოვიდეთ გარეთ და  ანტიეროვნული მთავრობა დავასრულთ. ამათთან დიალოგი ნიშნავს არაადეკვატურ ადამიანთან საუბარს. ერთობა!  ქართველებს ეს გადაგვარჩენს დღეს! დადგომა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც იდგნენ ჩვენი წინაპრები. შეუპოვარი ბრძოლა ეროვნული ღირებულებების დასაცავად.
Gmtv.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.