საუბარია სამების ტაძრის ერთ ნაწილში 2016 წელს გაჩენილი ხანძრის საეჭვო გარემოებებზე.

რა წერია დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ წერილში

მსჯავრდებული დეკანოზის,გიორგი მამალაძის წერილის შინაარსი, რომელიც მან ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა,აქტიური  განხილვის თემაა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე ძირითადად პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე იაკობს აკრიტიკებს და მის სახელს მთელ რიგ ფინანსურ დარღვევებს უკავშირებს. წერილში ასევე საუბარია პატრიარქის დაზე,რომელიც,  დეკანოზის თქმით,ბოდბელი  ექპისკოპოსის მთავარი მოკავშირეა.

წერილში საუბარია საეკლესიო ბიზნესზეც, რომელიც დეკანოზი სინფორმაციით, პატრიარქის დის განკარგულებაშია. კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ დედა თამარს ხატების და სანთლების საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს და მისი გავლენები საპატრიარქოზე საკმაოდ ძლიერია.

 
 ასევე საუბარია სამების ტაძრის ერთ ნაწილში 2016 წელს გაჩენილი ხანძრის საეჭვო გარემოებებზე. ცნობილია, რომ აღდგენით სამუშაოებზე ბიუჯეტიდან საპატრიარქოში მაშინ 3 700 000 ლარი გადაირიცხა. ხანძრის შედეგად განადგურდა ფინანსური დოკუმენტაცია,რომელსაც მისი თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე, მეიფე იაკობი აწარმოებდა. 

დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ადასტურებს, რომ წერილში საუბარი პატრიაქრის ოჯახის წევრებზეც არის.

 
„ჩემი ძმა საპატარიარქოს პირადი ტყვეა. მათ მისი გარეთ გამოსვლის ეშინიათ. არ უნდათ, რომ ციხე დატოვოს, რადგანაც მან ეკლესიაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე ბევრი რამ იცის. წერილში, როგორც ვიცი, პატრიაქრის დაზეც არის საუბარი, რომელიც ხატების, სანთლების და საეკლესიო ნივთების ბიზნესით არის დაკავებული… ასევე, წერილში აღწერს ძალიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირიების მძიმე ზნეობრივ მდგომარეობას”, -აცხადებს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ეს წერილი ოთხ მღვდელმთავარს დაეგზავნა. ესენი არიან: საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მეუფე ანდრია გვაზავა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, რომელიც ამავდროულად ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და  ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
primetime.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.