საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნების მიზნით გეგმიური წვრთნა ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი” ასეულმა გეგმიური სწავლება ჩაატარა. საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნების მიზნით, ქვედანაყოფს ერთკვირიანი სროლები ვაზიანის პოლიგონზე ჰქონდა.
     მე-12 ბატალიონის „ჩარლი” ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრი იანვრიდან გახდა. ნატოს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი აქვს მინიჭებული.
http://ultrapress.ge