საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ „დედა” და „მამა” ტერმინებით – „მშობელი 1″ და „მშობელი 2″ ტერმინებით შეცვალა. კანონპროექტს მხარს დეპუტატთა უმრავლესობა უჭერს.
განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ამ ნაწილის მხარდაჭერების აზრით კანონის საბოლოოდ დამტკიცებით, ერთსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაცია აღმოიფხვრება.
სენატი იმის უფლებას იტოვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტი დაიბლოკოს და იგი საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდება.
კანონპროექტის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის, “საფრანგეთი, წინ” წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტია.
დეპუტატის მტკიცებით, მან საფრანგეთში მიღებული კანონები გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ბევრი ქომაგი ჰყავს, კრიტიკოსები ინიციატივას “დეჰუმანიზაციად” აფასებენ.
http://resonancedaily.com