ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, ჟურნალ Forbes-უკრაინის” ყოფილი რედაქტორი და ამჟამად ინტერნეტ-ტელევიზიის «TV Krym – Критичне мислення»-ს ხელმძღვანელი ვლადიმერ ფედორინი9 თებერვალს ბრიუსელში (ბელგია) საქართველოს ექს-პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ესაუბრა, რომლის ვიდეოჩანაწერი 17 თებერვალს ინტერნეტში გამოქვეყნდა. კითხვაზე, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ექსპრეზიდენტი ოპოზიციაში ყოფნისას და იოლია თუ არა ხელისუფლებიდან წასვლა, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: “ხელისუფლებისაგან გადაჩვევა ადვილია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში, მაგრამ თუ როგორ ნადგურდება შენს მიერ შექმნილი, იმას ვერასოდ მიეჩვევი. ეს არ უნდა დაუშვა…
ჟურნალისტის კითხვაზე, “ხომ არ ნანობთ იმას, რომ თავის დროზე (პრეზიდენტობის პერიოდში), ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან რომ არ გააძევეთო”, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:
“დიახ, ვნანობ. ერთმნიშვნელოვნად. მასთან, ოლიგარქთან, ცერემონიები და ლოიალობა საჭირო არ იყო. მეორე მხრივ, იცით, მინდოდა საზოგადოებას დაენახა, თუ რას გააკეთებდა იგი ხალხისათვის. მან ხელში ჩაიგდო ბიუჯეტის ფული და ამ ფულთან დაკავშირებული სქემები. იგი ხალხს დემოკრატიას დაპირდა, რომლითაც ევროპას გააკვირვებდა და მართლაც გააკვირვა, როცა მან ლიეჟში “ტიტუშკები” გამოგზავნა. ასეთ რამეს ვიქტორ იანუკოვიჩიც კი არ გააკეთებდა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებით საქართველო ადრინდელ [2003 წლის დროინდელ] მდგომარეობას დაუბრუნა”.
წყარო: “კვირის პალიტრა”