NASA- ას მკვლევართა აზრით, 85 მეტრიანი ასტეროდი სახელწოდებით 2013 MD8 დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს ასტეროიდ MD8-თან შეჯახების საფრთხეზე. ეს ასტეროიდი აღმოჩენილია 2013 წელს. მათემატიკური გამოთვლები ცხადყოფს, რომ უზარმაზარი კოსმოსური ობიექტი 19 თებერვალს პლანეტას მაქსიმალურად ახლოს ჩაუვლის, მაგრამ თუ მისი მიმართულება შეიცვლება, მაშინ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ამ დროისთვის ასტეროიდი თავბრუდამხვევი სისწრაფით სიჩქარით- 13, 6 კმ წამში (48 960 კმ / სთ) მოძრაობს.
ასტეროიდი ჯერ პოტენციურად საშიშია, მბობენ მეცნიერები. შეგახსენებთ, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ყოველ თვეს ათობით ასტეროიდი უახლოვდება დედამიწას 7.48 მილიონი კილომეტრის დაშორებით და ყველა ძალიან საშიშია, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მცირე ალბათობაა მათი დედამიწაზე ჩამოვარდნის.
http://intermedia.ge