რუსული გამოცემა «Комсомольская правда» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: “ვის არ ეძახიან კრემლში და ვინ მოუხშირა იქ სიარულს”
“კრემლის დარბაზებს ბოლო წლებში პლანეტის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასული ბევრი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უნახავთ… მაგრამ არიან ლიდერები, რომლებსაც კრემლის პარკეტზე უკვე დიდი ხანია ფეხი აღარ დაუბიჯებიათ და არ გაუვლიათ… და ვლადიმირ პუტინიც მათთან სტუმრად პრინციპულად არ დადის…” – ვკითხულობთ სტატიაში.
“ვინ არიან ის ადამიანები, რომლებთანაც რუსეთის პრეზიდენტს ურთიერთობა არ აქვს და რატომ?”, – ასეთი კითხვაა
დასმული პუბლიკაციაში, რომელშიც ჩამოთვლილია ის პოლიტიკური მოღვაწეები – ქვეყნების მეთაურები, რომლებსაც ვლადიმირ პუტინი “ხელს არ ართმევს” და განმარტებულია მათთან ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზები (პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, უკრაინის, რუმინეთის პრეზიდენტები).
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელშიც საქართველოზეა ლაპარაკი:
საქართველოს რუსეთთან შერიგება აუკრძალეს
“ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ყირიმიდან ვლადიმირ პუტინის მილოცვა მიიღო: “გულწრფელად ვუსურვებ მშვიდობას და აყვავებას ქართველ ხალხს, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სულიერი ერთობა გვაკავშირებს. ვიმედოვნებთ კეთილმეზობლური ურთიერთობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას კავკასიის რეგიონში”, – ნათქვამი იყო მილოცვაში.
მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის “კეთილმეზობლური ურთიერთობება” დასრულდა. აგერ უკვე თერთმეტი წელია ორ მეზობელ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილია. მართალია, რუსი ტურისტები ძალიან ხშირად დადიან საქართველოში, ქართველებიც ჩამოდიან რუსეთში, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არანაირი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა არ არსებობს.
რუსეთის პრეზიდენტის საახალწლო მილოცვათა სიაშიც კი საქართველოს ადგილზე სიცარიელეა – მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე ქვეყნის მეთაური დიდი ხანია შეიცვალა და მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთაა წასული. საეჭვოა, რომ სტატუს კვო უახლოეს ხანში აღდგეს – საქართველოს ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური ორიენტაციის გამო.როგორც ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, “ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების რაიმე წინაპირობებს. ეს შეუძლებელია ჩვენი მთავარი პარტნიორების ჩართვის გარეშე”. და ვინ არიან საქართველოს “მთავარი პარტნიორები”, რომელთა თანხმობის გარეშე თბილისი ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, გასაგებია: პირველ რიგში – ამერიკის შეერთებული შტატები”.
სტატიაში მოცემულია აგრეთვე იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომლებიც ვლადიმირ პუტინს 2018 წელს ხშირად შეხვდნენ და ვისაც რუსეთის პრეზიდენტი “ხელს ართმევს”:
“რომელიმე ქვეყნის ლიდერის წასვლა სხვა ქვეყანაში წელიწადში ორჯერაც კი – არაორდინარული მოვლენაა და ერთმანეთისადმი კარგი განწყობის მაჩვენებელია… და როცა სამჯერ ხდება ვიზიტი – ეს უკვე უჩვეულო და საოცარია. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 2018 წლის განმავლობაში თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს ოთხჯერ შეხვდა (კრემლში და სოჭის რეზიდენციაში) და ამრიგად, ხშირი სტუმრების სიაში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა თვითონ ვლადიმირ პუტინმაც დაამყარა რეკორდი, როცა გასულ წელს თურქეთს სამჯერ ეწვია… თანაც ორი ვიზიტი თითქმის მოულოდნელიც კი იყო, სულ რაღაც ორიოდ დღე დაჭირდა ურთიერთშეთანხმებას. სულ 2018 წელს ვლადიმირ პუტინთან სტუმრად 47 ქვეყნის ლიდერი იყო”, – აღნიშნავს ავტორი. იქვე ჩამოთვლილია ის ნივთებიც, რომლითაც უცხოელი ლიდერები ასაჩუქრებენ რუსეთის პრეზიდენტს და პირიქით. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ.
kvirispalitra.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.