დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
_ საერთაშორისო რეიტინგები და მათ შორის დავოსის ფორუმის შეფასებაც, ხშირად პირობითია ხოლმე და ეს ყველაფერი ვერ ასახავს სინამდვილეს. რაც შეეხება რეალობას, მართალია, საქართველოში დღეს მშვიდობიანი პერიოდია და გარკვეულწილად უმჯობესდება მდგომარეობა, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ აქ რაღაც
ეკონომიკური ტრანფორმაცია ხდება, რომ წარმატება წარმატებას მოსდევს და მეზობელი ქვეყნები გვეხვეწებიან, დავეხმაროთ წარმატებული რეფორმების გატარებაში, ნამდვილად გადაჭარბებულია. ყოველ შემთხვევაში რამეისეთი მნიშვნელოვანი ხელშესახებიწარმატება საქართველოს ამ წლებისგანმავლობაში
არ ჰქონია, რომ სერიოზულეკონომიკურ წინსვლაზე ვილაპარაკოთ. ისე, ჩვენ მართლა შეგვეძლო უფრო წარმატებული ეკონომიკა გვქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა მიმართულებით წავედით და უზარმაზარ ჭაობში აღმოვჩნდით. კიდევ ვიმეორებ: არანაირი ისეთი წარმატება მთავრობას დღეს არ აქვს, რომელიც მას ტრაბახისა და თავის მოწონების საშუალებას მისცემს. თუმცა ის ფაქტი, რომ განსხვავებით წინა
ხელისუფლების პერიოდისგან, რეკეტი და ძალადობა არ ხორციელდება ბიზნესზე, გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯია.
ახლა მოდი, სტატისტიკას გადავხედოთ _ რა ხდება და რა ვითარება გვაქვს. ერთი მხრივ, გვესმის განცხადებები, რომ სამაგალითო ქვეყანა ვართ და რეგიონში ლიდერებად ვყალიბდებით; მეორე მხრივ კი, ნებისმიერ რიგით მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, დიდი უმრავლესობა გეტყვით ერთსა და იმავეს _ ცხოვრება გართულდა. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მოიმატა ფასებმა _ გაძვირდა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალურიგადასახადები… პარალელურად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, ხოლო შემოსავალი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისა, რომელიც, ასე თუ ისე, დასაქმებულია, დარჩა იგივე; აგრეთვე, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პრაქტიკულად არ არსებობს წარმოება; ქვეყანა, ძირითადად, დამოკიდებულია იმპორტზე და, რაც იწარმოება, იმის გასაღებაც ძალიან ჭირს. აი, ამ ყველაფრის ფონზე მოსახლეობა
მასობრივად ტოვებს ქვეყანას და საზღვარგარეთ მიდის იაფ მუშახელად. ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს გაუჩნდება შეკითხვა: კი მაგრამ, თუ ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ რატომ ვერ ვგრძნობთ? საერთოდ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და, მით უმეტეს, მთავრობის მეთაური უნდა მოერიდოს ასეთ
ხმამაღალ განცხადებებს, რადგან, ერთი მხრივ, ეს შეიძლება მათთვის გარკვეული პიარი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის გამაღიზიანებელია.
_ ისე, საინტერესოა, რის საფუძველზე შეიძლება პრემიერი ეკონომიკურ წინსვლაზე საუბრობდეს, როცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტო სოფიციალურ ვებგვერდზე დევს მონაცემი, რომელიც ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს. მაგალითად, ამ მონაცემის თანახმად, ერთი შრომისუნარიანი მოქალაქის საარსებო მინიმუმი დღეს 175 ლარია, რაც ვერანაირ საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
_ რა გითხრათ. უბრალოდ, ვიღაცას შეიძლება დიდ ბედნიერებად მიაჩნია, როცა თვითონაა კარგად,
ვინაიდან გონიერი, მდიდარი კაცი ასეთ შეფასებას ამ ვითარებაში არ გააკეთებს. ანუ, მარტივად რომ
ვთქვათ, ეს არის ილუზია. და იცით, რატომ არ მომწონს მთავრობის ეს განწყობა? როცა შენ მიგაჩნია, რომ ყველაფერი კარგადაა, რატომ უნდა გააკეთო რამე?! რატომაა ამდენი მუშაობა და წელზე ფეხის დადგმა
საჭირო, როგორც ისევ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ ხოლმე?!
_ თქვით, რომ ქვეყანა ჭაობში აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდესიმისთვის, რომ ამ ჭაობიდან ნელ–ნელაამოვიდეთ? რა უნდა იყოს მთავრობისეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი?
_ მთავარი პრობლემა ჩვენი 15-მილიარდიანი ეკონომიკისა დღეს არის ისტოტალური უმუშევრობა, რომელსაც ვერცერთმა ხელისუფლებამ
და მის მიერგატარებულმა ე.წ. რეფორმებმა ვერუშველა.
ახლა რა უნდა გაკეთდეს: უნდა გაკეთდეს ის, რაც გააკეთა ყველა რეალურად წარმატებულმა სახელმწიფომ.
ეს არის გარემო სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და რიგი სხვა მიმართულებების გასავითარებლად; ეს არის კანონი, ყველასთვის ერთნაირი; და მთავარი: ეს არის ოლიგოპოლიების არსებობის გამორიცხვა. დღეს ჩვენთან ყველა სფერო მონოპოლიზებული აქვთ მსხვილ კომპანიებს _ ასეა ფარმაცევტულ ბაზარზე, ასეა ნავთობპროდუქტების მიმართულებით, ექსპორტ-იმპორტში და სხვ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვებზე მონოპოლია აქვს რამდენიმე ჯგუფს და პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ სფეროში სხვამ
დაიკავოს რამე ადგილი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ამ გაშმაგებული ოლიგოპოლიის პირობებში სულს ღაფავს, რომ, ფაქტობრივად, ქვეყანაში ორი ბანკი განაგებს ყველაფერს
და ა.შ. აი, ეს ყველაფერი არის ის, რაც ჯამში აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ამის მოგვარება შეიძლება, თუმცა ამისთვის ჯერ საჭიროა თითოეული შემაფერხებელი ფაქტორის სწორად დანახვა
და შეფასება, რისი იმედიც დღეს, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ მაქვს…
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.