კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ რომც მიგვიღონ ამით რაა?

კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და, აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციისა არ იყოს, ახლა საქართველოსთვის ნატოს განცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე აღნავლდება ქოც-ნაცთა ხელისუფლება და აი, როგორც იქნა, მივადექით მთავარ სათქმელს:

ერთადერთი, რის თქმასაც ოპოზიციური ძალები ბედავენ, არის ის, რომ ნატო იმიტომ არ გვინდა, რადგან იქ მაინც არ მიგვიღებენ, ანუ არც მწვადს წვავენ და  არც შამფურს _ საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია,  რომელიც გაბედავს და ხმამაღლა  დასვამს კითხვას: რომც მიგვიღონ ნატოში,  მერე რა, როო?!

რადა, ნატოს წევრობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში (ჩვენში ხომ მხოლოდ რუსული საფრთხე განიხილება), ჩვენისთანა პატარა ქვეყნის მიმართ, ავტომატურად ამუშავდება ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატოზე თავდასხმად განიხილება და ამიტომ ნატო ომს დაუწყებს რუსეთს.

ეს რომ ასეა, ამის დასტური ამ ორი წლის წინათ სირიაში რუსეთ-თურქეთს შორის მომხდარი სამხედრო ინციდენტია, როცა ნატოს წევრმა თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამისთვის რუსეთის ავიაკოსმოსურმა ძალებმა თურქეთის ის ტერიტორია, რომელზეც პარაშუტით დაშვებისას რუსი პილოტი ჰაერშივე დახვრიტეს, ნაცარტუტად აქციეს.

რუსეთის კიდევ უფრო მასშტაბური შურისძიების მოლოდინით შეშინებული თურქეთის პრეზიდენტი ნატოს შტაბ-ბინაში მივარდა, სადაც მას არაორაზროვნად მიუთითეს, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ნატოს წევრ თურქეთს ნატო ვერაფრით დაეხმარებოდა და გაწბილებული რეჯეპ თაიფ ერდოღანი, რომ იტყვიან, მოსკოვში ეახლა ვლადიმერ პუტინს და დაჩოქილმა პატიება სთხოვა. უზარმაზარ თურქეთს უთხრა უარი ნატომ და, აბა,  პატარა საქართველო რაღა სახსენებელია?! საქართველო,  რომელსაც “სტრატეგიული მოკავშირე” აშშ აგვისტოს ომის დროს მხოლოდ შეშფოთება–აღშფოთებით, პამპერსებითა და მტკნარი წყლით დატვირთული კრეისერებით“ დაეხმარა”…

ზემოთ თქმულს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჰელსინკის სამიტზე, დიდი  ალბათობით, აშშ და რუსეთი მსოფლიოს გადაინაწილებენ და ამ გადანაწილებაში, ყირიმთან  ერთად, რუსეთისთვის კავკასიის თემაც დახურულია!

ქოც-ნაცების ხელისუფლება ამას წინათ სომხეთში მიმდინარე მოვლენებს იმედის თვალით შეჰყურებდა _ არიქა, ნიკოლ ფაშინიანის სახით სომხეთშიც ჩვენისთანა ლიბერასტები მოდიან ხელისუფლებაშიო, მაგრამ ამაოდ. სომხეთის პრემიერად დანიშვნის შემდეგ უკვალოდ გაქრა ნიკოლ ფაშინიანის რევოლუციური რიტორიკა, რომ დისტანცირებას მოახდენდა რუსეთთან, ევრაზიული კავშირიდან და ე.წ. ოდეკაბედანაც (რუსეთის ეგიდით კოლექტიური უსაფრთხოების სამხედრო ალიანსი) გამოვიდოდა და დასავლეთისკენ აიღებდა კურსს. რევოლუციის გზით გაპრემიერებული ფაშინიანის პირველი ვიზიტი სოჭში ვლადიმერ პუტინთან შედგა და მის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. აბა, რას იზამდა გიუმრიში უდიდესი რუსული სამხედრო ბაზის მფლობელი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ?!

იმავეს თქმა აზერბაიჯანზეც
შეიძლება, რომლის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღის ფაქტორით “დაბმული” რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება რეგიონში.

ასე რომ, ამიერკავკასიაში სამიდან ორი რესპუბლიკა რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეებად განიხილება და საქართველოს აარევინებს პოლიტიკურ პასიანსს რუსეთი?!

ზემოთ თქმულის მიუხედავად, რუსეთი არავის დაუთმობს კავკასიას, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 2 საუკუნის განმავლობაში რუსი ჯარისკაცების ზღვა სისხლი დაიღვარა აქ და აშშ-ის საბოლოოდ აბარგება რეგიონის ცენტრ საქართველოდან დროის ამბავია მხოლოდ…

ლოგიკური იქნება, რომ საქართველომ ნატო-ევროკავშირის ქიმერის დევნაზე უარი თქვას და პოლიტიკურ-ეკონომიკური გეზი ერთმორწმუნე რუსეთისკენ აიღოს, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველოს დაღუპვა ელის.

ავტორი: დავით მხეიძე.
Geworld.ge.