სალომე ზურაბიშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას და შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას. შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა 18 თებერვალს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა, ჟერარ ლარშემ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ლიდერ ქალებს შეხვდა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექციაც წაიკითხა. 

ამასთან, გუშინ დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.დრო მოვიდა, მოვითხოვოთ მეტი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა გავლენა უნდა მოახდინონ მოახდინონ რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა პოზიციები შეცვალოს.

„განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსული პოლიტიკა. თვითონ გაიხსენა, რომ იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და იქიდან ძალიან დამძიმებული წამოვიდა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ამ ვითარებიდან გამოსავლის ინსტრუმენტები არ გვაქვს და ვართ დამოკიდებული ჩვენს მეგობრებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ თავად მოახდინონ გავლენა რუსეთზე, რათა რუსეთმა შეიცვალოს პოზიციები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი ტექნიკურ დონემდე ჩამოვიდა.

„ჩვენთვის ჟენევა უცვლელია, რადგან სხვა საერთაშორისო ფორმატი არ გაგვაჩნია, მაგრამ დრო მოვიდა, მოვითხოვოთ მეტი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები. ჩვენ ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ გვჭირდება მეტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანგელა მერკელმა სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლა. ანგელა მერკელთან შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელშიც შეაფასა. საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

1tv.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.