ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სარკისებრ ზომებს მიიღებს თუ აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს ევროპაში განათავსებს.

საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იარაღს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუმიზნებს, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს განათავსებს, არამედ ამერიკასაც კი, საფრთხის შემთხვევაში.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სარკისებრ ზომებს მიიღებს თუ აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს ევროპაში განათავსებს.

“ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ რუსეთი არ
აპირებს ევროპაში ამგვარი რაკეტების განთავსებას. თუმცა, თუ აშშ-ს ევროპაში ასეთი რაკეტების განთავსების გეგმები აქვს, ეს მკვეთრად გაამწვავებს სიტუაციას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეებს შექმნის”, – განაცხადა პუტინმა.
“ინტერპრესნიუსი”
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.