Iran's President Hassan Rouhani attends a news conference at the Chancellery in Vienna, Austria July 4, 2018. REUTERS/Lisi Niesner - RC12A2CFFE30

თეირანი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას

ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებით, თეირანი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას დასარაკეტო პროგრამაზე მუშაობას.

“ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. 40 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში მსოფლიოს აოცებს”, _ განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ირანს ნებართვა არ სჭირდება, საკუთარი სარაკეტო პროგრამის გასავითარებლად”.

“დღეს ჩვენი ქვეყანა უშვებს რაკეტებს, სამხედრო თვითმფრინავებს, ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ანუ ყველაფერს, რაც ირანის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება”, _ დასძინა მან.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.