სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ სტალინი არიყო ქართველი, მაგრამ ბაბუამისმა რომ საქართველოს ირანი ამჯობინა ისიყო ქართველი?

ფრანგი ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილს – უარს ეუბნებით სტალინს მის ქართულ ფესვებზე?

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რადიოსადგურ RTL-ის ჟურნალისტმა შეკითხვით მიმართა, სახელი სტალინი რამეს თუ ეუბნება მას. შეკითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც პრეზიდენტმა ქართული ტოლერანტობის ტრადიციაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სტალინი „საბჭოთა ხელმძღვანელი“ იყო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტალინს უარს ეუბნებოდა მის ქართულ ფესვებზე, ზურაბიშვილმა საპასუხოდ განაცხადა.

„დიახ, მისი საქციელის გამო. ის თვითონაც მიიჩნევდა ასე. იცით, რომ ის უარს ამბობდა ქართულად ესაუბრა. ცუდად საუბრობდა რუსულად, ძლიერი აქცენტით. რაც შეიძლება იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. თავს იმპერიალისტურ ხელმძღვანელად მიიჩნევდა.

ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველების სურვილი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, უცვლელია. ეს სურვილი ბუნებრივია. ქართველები თავს ევროპელებად მიიჩნევენ. კულტურა, ღირებულებები ერთი გვაქვს. ქართველების ბუნებრივი ოჯახი ევროპაა. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მინდა ასევე ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეუძლია საქართველოს შესძინოს ევროპას. ეს ტოლერანტობის ტრადიციაა. შეგახსენებთ, რომ პირველი ებრაული დიასპორა საქართველოში 26 საუკუნის წინ ჩამოვიდა და მათ წინააღმდეგ ერთ ინციდენტსაც არ ჰქონია ადგილი საუკუნეების განმავლობაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
evronevs.ge.