თამარ ჩუგოშვილი: ამ მოსამართლეების ადგილას რომ ვიყო, მე თვითონ გადავდგებოდი!

“ჩვენ მაღალი ქვორუმით უნდა დავნიშნოთ 5 ისეთი ადამიანი იუსტიციის საბჭოში, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა იქნება მაღალი და რომელთა გადაწყვეტილებაშიც დარწმუნებული ვიქნებით,” –  ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტში განაცხადა და არსებული ვითარებიდან ეს გამოსავალი შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს.

“იუსტიციის საბჭოს და ამ მოსამართლეების ადგილას რომ ვიყო, და ვხედავდე, რომ ჩემი პერსონა, საზოგადოებაში ჩემს მიმართ არსებული აგრესის დონე და ხარისხი, იწვევს მთლიანად სასამართლოზე ასეთ დარტყმებს, უთუოდ გადავგდებოდი მე თვითონ, დავტოვებდი მოსამრთლის ადგილს, და გავიხიდი მოსამართლის მანტიას. მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენ სხვა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე. და როგორც ჩანს ისინი არ აპირებენ, რომ ასე მოიქცნნ. რა არის გამოსავალი – პირველ რიგში, ის, რეფორმები, რომელიც დავაგვიანეთ ძალიან მალე უნდა განვახორციელოთ. მეორეს მხრივ ვიზიარებ მოსაზრებას, ვიდრე ეს რეგულაციები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ გამწესება.

ვიდრე ჩვენ დარმწუნებულები არ ვიქნებით, რომ იქნება სწორი გადაწყვეტილებები მიღებული მოსამართლეების დანიშვნის დროს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ვიდრე პარლმაენტი კანონებს არ მიიღებს, ის არ დანიშნავს და არ განაწესებენ მოსამართლეებს უვადოდ. აქ ჩნდება ლეგიტრიმური კითხვა, როგორც მოვიქცეთ, თუ საბჭო ასე არ მოიქცევა. მინდა შემოგთავაზოთ ერთი გზა და აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც საკითხი არ განმიხილავს.

პირდაპირ ამ ტრიბუნიდან უნდა ვთქვა ჩემი მოსაზრება და მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი გზა – თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, მე ვფიქრობ, რომ აქედან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის საბჭოში. მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას, ისინი ყველას ნიშნავენ ჩვენ მიერ დანიშნული წევრების მხარდაჭერით და ხმებით. ეს ხუთი წევრი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები. ამიტომ, კონსტტუციის თანახმად იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, რომლებსაც წარადგენს საქართველოს პარლამენტი არის გასათვალისწინებელი ქვორუმი.

ეს ქვორუმი არის 3/5. მინდა მივმართო ოპოზიციასაც რომ ეს ქვორუმი ძალიან მაღალი ქვორუმია. იმ შემთხვევაში თუ საბჭო განაგრძობს დანიშვნებს და თუ ისინი არ დადებენ პირობას იმის თაობაზე რომ შეაჩერებენ ამას და გამოიჩენენ ინსტიტუციურ პატივისცემას, რომელზეც არაერთხელ იყო ნათქვამი. ჩვენ მაღალი ქვორუმით უნდა დავნიშნოთ 5 ისეთი ადამიანი იუსტიციის საბჭოში, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა იქნება მაღალი და რომელთა გადაწყვეტილებაშიც დარწმუნებული ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგების პატივისცემის მიუხედავად ის კანონპროექტი რომელიც წარმოდგენილია არ არის სიტუაციიდან გამოსავალი. რეალური გზა ჩემი აზრით არის ის, რასაც მე გთავაზობთ. პარლამენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და თუკი საბჭო განაგრძობს ისეთ კონფრონტაციაში ყოფნას როგორც აქამდე იყო, მაშინ ჩვენს მიერ დანიშნულ წევრებზე თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და მაღალი ქვორუმით ავიღოთ პასუხისმგებლობა და წარვადგინოთ ადამიანები, რომლებიც სისტემის გაჯანსაღებისკენ იქნებიან მიმართული და ამ პროცესს შეუწყობს ხელს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.