სწრაფი ფულადი გზავნილების მიხედვით რუსეთი ლიდერობას არ თმობს. 

სწრაფი ფულადი გზავნილების მიხედვით რუსეთი ლიდერობას არ თმობს. გასული წლების ანალოგიურად როგორც საქართველოში გადმორიცხვების, ისე ქვეყნიდან გადარციხვების მიხედვით რუსეთი პოზიციებს არ კარგავს.  სისტემების მიხედვით გადმორიცხული თანხის 19,2% რუსულ Zolotaia Korona–ზემოდის.

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა. რაც შეეხება ხუთეულს, 2019 წლის იანვარში ყველაზე მეტი თანხა _ 25,59 მლნ დოლარი _ რუსეთიდან გადმოირიცხა, 17,53 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა იტალია, 13,37 მლნ დოლარით მესამე ადგილზეა საბერძნეთი. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 12,33-12,30 მლნ დოლარით ისრაელი და ამერიკა ინაწილებენ.

2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ აშშ დოლარი (41.3 მლნ ლარი) გაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (38.2 მლნ ლარისა) 2018 წლის იანვარში. სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარზე 20-მდე საფინანსო სისტემა მოქმედებს, მათი უმრავლესობა ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშია ინტეგრირებული. ფულადი გზავნილების მთლიან ბრუნვაში ბაზრის ლიდერია რუსული Zolotaia Korona, წელს ამ სისტემით ჩარიცხულმა გზავნილებმა მთლიანი გზავნილების 19,2% შეადგინა.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.