““ოცნებამ” 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნების წინ უთვალავი დაპირება გასცა. ხალხი დარდი რომ ჰქონდეთ, ერთ-ორ დაპირებას მაინც შეასრულებდნენ. “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილებს საპარლამენტო არჩევნებზე ზღურბლის გადალახვის შანსი არ აქვთ და რაც უფრო მეტს იყვირებენ, უფრო მეტად შთაინთქმებიან დიდი ჭაობში. ხომ ხედავთ, “ქართულ ოცნებაში” ალაპარაკდნენ იმაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიცია წლებია განგაშს ვტეხდით…
საქართველოში რომ არაფორმალური მმართველობა მოქმედებს, ამაზე ლაპარაკობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია – ეს ფაქტია, რომელიც არ იმალება. ჩვენ თვალნათლივ ვაკვირდებით დამანგრეველ პროცესებს… აღარც პოლიცია გვყავს, აღარც პროკურატურა, ჯარი მშიერია,
უმრავლესობის წევრები თვითონ აფორმებენ თავიანთ დასამარებას. თუ 2020 წლამდე მიაღწიეს, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს? სათქმელი არ დარჩათ. ახლა უფრო რთულად აქვთ საქმე – უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ ხალხი გააღატაკეს, რომ საქართველო იცლება, რომ ვინც დასაქმებულია, იმასაც არეკეტებენ დაგროვებითი პენსიის რეფორმით, რომ განათლება მოსპეს და ამ სფეროში “ანონიმშჩიკების” პრაქტიკა ააღორძინეს? ქვეყანაში ნორმალურად მოქმედი ინსტიტუტი აღარ დარჩა. ალბათ, თავიანთი ფეშენებელური სამ და ოთხსართულიანი სახლები ექნებათ საამაყოდ…”- აცხადებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შოთა მალაშხია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
guriismoambe. ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.