სვანეთის მოსახლეობის ნაწილმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელიში კომპანია „ოპტიკალ სერვისის“ მიერ ოქროს მოპოვება გააპროტესტა. მათი თქმით, ოქროს ქიმიური გზით მოპოვება რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაუქმდეს 2006 წელს გაცემული ლიცენზია და „ოპტიკალ სერვისს“ არ მიეცეს სამუშაოების განახლების შესაძლებლობა.
ცნობისთვის, კომპანიამ მუშაობა სამი თვის წინ მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყვიტა. შეკრებილები აცხადებენ, რომ სამუშაოების განახლების შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილობრივებსა და დასაქმებულებს შორის დაპირისპირება მოხდეს.
კომპანია „ოპტიკალ სერვისს“ ადგილზე საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს მშენებლობის ნებართვაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
2020news.ge
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.