სომეხი და ოსი სეპარატისტების ერთობლივი თამაშები: ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ერევანს?

მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მოვლენა ვიხილეთ, რომელიც სომეხ და ოს სეპარატისტებს შორის მოულოდნელად “აღმოჩენილ” (თუ აღმოცენებულ) “დიდი ხნის ძმობას” შეეხება:

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ცხინვალში “ოსი და სომეხი ხალხების მეგობრობის ძეგლის”, უფრო ზუსტად კი… სომხური ჯვრის დადგმას გეგმავს ;

ე.წ. არცახის (არცახის პროვინცია მდებარეობს თანამედროვე  მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და შედის მთიანი ყარაბაღისარაღიარებული რესპუბლიკის შემადგენლობაში)სეპარატისტული რეჟიმი მსოფლიოში არსებული სომხური დიასპორების დახმარებით არარსებულ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას” მის საერთაშორისო აღიარებასა და “ოსი ხალხის გენოციდის აღიარებაში” დახმარებასდაჰპირდა;

ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ დღეებში ე.წ. არცახის დელეგაციას მასპინძლობენ, სტუმრებს 864 წ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ქსნის არმაზის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია “სომხურ კულტურულ ძეგლად”წარუდგინეს, რითაც სომეხი სტუმრები “სასიამოვნოდ გააოცეს”.

ეს ყველაფერი მავანს შესაძლოა, ღიმილისმომგვრელად მოეჩვენოს, – მაგალითად, იმის გამო, რომ დღემდე ხსენებულ რეჟიმებს შორის რაიმე განსაკუთრებული ძმობა თუ ურთიერთსიყვარული რატომღაც არც ვინმე გარეშეს შეუმჩნევია, არც თავად მათ; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ-ჯერობით საერთაშორისო აღიარების კუთხით დიდი პრობლემები აქვს თავად ე.წ. “არცახსაც” და მისი მხრიდან ამაში ოსი სეპარატისტების დახმარება, სულ მცირე, ცოტა ხმამაღალი დაპირებაა. თუმცა თუ რიგ თანმდევ პროცესებსა და წინმსწრებ მოვლენებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მთლად ასე სასაცილოდაც არ იყოს საქმე.

ასე, მაგალითად, “სომეხი ხალხის გენოციდის აღიარების” ნაწილში ამ იდეის სულისჩამდგმელებს, შეიძლება, ითქვას, უკვეშთამბეჭდავი შედეგები აქვთ: “სომხების გენოციდი” აღიარებული აქვთსაფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ბელგიას, შვედეთს, ნიდერლანდებს, შვეიცარიას, რუსეთს, პოლონეთს, ლიტვას, საბერძნეთს, კვიპროსს,სლოვაკეთს, არგენტინას, ვენესუელას, კანადას, ვატიკანს, ავსტრალიას,აშშ-ის 40-ზე მეტ შტატს.ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 “არცახის დამოუკიდებლობის” მსოფლიო აღიარების საკითხში მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ასეთთან მიახლოებულიც კი არ არის, ყოველ შემთხვევაში – ჯერ-ჯერობით. ამის გათვალისწინებით, სომეხი სეპარატისტების მხრიდან “სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებაში დახმარების“ დაპირება, ცოტა არ იყოს, უხერხულად ჟღერს. თუმცა ის, რომ მსოფლიოში სომხურ დიასპორებს (სამწუხაროდ, ქართულისგან განსხვავებით) დიდი ძალა აქვთ, მათ უკვე არაერთგზის დაამტკიცეს.

რაც შეეხება რიგ წინმსწრებ მოვლენებს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, აქ მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რესტავრირებული ძეგლის გახსნის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟი, რომელიც დღემდე არ ცხრება;

სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ-მედიაში გავრცელებული კადრები, რომელიც, სომხური და რიგი რუსულენოვანი გამოცემების მტკიცებით, თბილისის სომხური ეკლესიის ეზოში აზერბაიჯანელების მიერ ბილწსიტყვაობასა და სომხური დროშის დაწვას ასახავს .

სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტებზე მიანიშნა და “გარე სენსიტიური საკითხების, პრობლემების ერთგვარად შიდა კონტექსტში, ჩვენს ეთნოსებს შორის ურთიერთობებში შემოტანის ცალკეულ მცდელობებად” შეაფასაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა,რომ “ეს მიუღებელია ქვეყანაში მცხოვრები როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური მოსახლეობისთვის” .

კავკასიოლოგ გელა ხმალაძისთვისცხინვალის ოკირებული რეგიონისადა არაღიარებული მთიანიყარაბაღის დე ფაქტო რეჟიმებისურთიერთობა «სახელმწიფოებრიობანას თამაშს» წააგავს. ამავე კონტექსტში განიხილავს იგი დე ფაქტოპრეზიდენტ ბიბილოვისდაპირებასაც «სომხურ–ოსური მეგობრობის სიმბოლოდ ცხინვალში სომხური ჯვრის აღმართვის» შესახებ.

„ეს ერთგვარი პიარია, ვითომ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, რათა «დაუმტკიცონ» მეზობლებს, თითქოს დამოუკიდებელი სუბიექტები არიან და დამოუკიდებლად ამყარებენ საგარეო ურთიერთობებს. ცხადია, რუსეთის სანქცირების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ“,– ამბობს„აქცენტთან“ საუბრისას კავკასიოლოგი.

ამასთან, ხმალაძე სომხეთის პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„მაინც ვფიქრობ, რომ აქ სომხეთის პასუხისმგებლობაც არის. გასაგებია, რომ აქ მუშაობს რუსეთის ფაქტორი, მაგრამ სომხეთსაც დიდი გავლენა აქვს ყარაბაღის ხელისუფლებაზე. თავად კი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არანაირ გავლენას არ ახდენს ყარაბაღზე, რომ ის საქართველოს ნაწილებთან პირდაპირ კონტაქტზე არ გავიდეს. არადა, სომხეთს ამის ბერკეტები ნამდვილად აქვს. ამდენად, სომხეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ თამაშს აქვს ადგილი დასაქართველოს შეუძლია, ამასთან დაკავშირებით ერევანს პრეტენზია თამამად წაუყენოს“.

საერთაშორისო უსაფრთხოებისსაკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძის შეფასებით კი, „ეს თემები რუსეთს სჭირდება და გასაგებია, რატომაც“.

„როგორც კი სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდა ფაშინიანი, მან გასაგებად თქვა, რომ „სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებიდან უნდა გამოირიცხოს დიდი სახელმწიფოების ინტერესები, შესაბამისად, უნდა მოხდეს ორი სახელმწიფოს ორმხრივი კავშირების წარმათვა სწორედ ისე, როგორც ამ ორი სახელმწიფოს ინტერესებში და დღის წესრიგშია, დიდი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე“. სომხურ–ქართული ურთიერთობების ამგვარი ნორმალიზება სომხეთისთვის დეიზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. მოგეხსენებათ, სომხეთი 1993 წლიდან პრაქტიკულად იზოლაციაშია. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთს დღეს ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა. ცხადია, ამით ნაკლებად არის დაინტერესებული მოსკოვი: რაც მეტი იქნება კონფრონტაცია კავკასიაში, მით უფრო ადვილად შეძლებს იგი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვასა და გატარებას. ამდენად, მთლიანობაში, ეს არის მოსკოვისმორიგი პროვოკაციული მცდელობები, დაძაბოს ურთიერთობები საქართველოსა და სომხებს შორის“,– განუცხადა„აქცენტს“ ანალიტიკოსმა.

გობრონიძე იხსენებს, რომ მსგავსი მცდელობები რუსეთს წარსულშიცარაერთხელ ჰქონია:

„მოსკოვს სურდა, ჯავახეთშივითარება გართულებულიყო; საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაძაბულიყო მდგომარეობა. ეს სურვილები ახლაც აქვს. შეიძლება, ვაჭარბებდე, მაგრამვფიქრობ, ამ კონტექსტში უნდაგანვიხილოთ მოვლენები, რომელიცახალქალაქში ძეგლთან დაკავშირებით განვითარდა. ეს ძეგლი მანამდეც არსებობდა, მაგრამ უცებ დაიწყო საოცარი აფიშირება იმისა, რომ „ყარაბაღში დაღუპული გმირის ძეგლიაო“. შემდეგ დაიწყო აზერბაიჯანის მხრიდან ამაზე საუბრები. საბოლოო ჯამში, ეს რეგიონში საქართველოსადა სომხეთის პოზიციების დასუსტებას ემსახურება“.

რაც შეეხება სომხური დიასპორის გამოყენებას «სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების მიღწევაში», ანალიტიკოსის აზრით,აქ დიასპორის შესაძლებლობები გადაჭარბებულად არის შეფასებული:

„ე.წ. «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას» იტალიაში «წარმომადგენლობა» აქვს გახსნილი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამას მისი აღიარების ან არაღიარების თვალსაზრისით არაფერი მოუტანია. ყველამ კარგად იცის, რომ ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიაა ყველათანმდევი ეფექტით. რაც შეეხება სომხურ ლობის, ვრცელდება მითებიმისი განუზომლად დიდი შესაძლებლობების შესახებ. თუმცაჯერ ერთი, ეს ასე არ არის დამეორეც – ნაკლებ სავარაუდოა, სომხურმა დიასპორამ გადადგას იმგვარი ნაბიჯები, რომელიც სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს. გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღი ცხინვალს დაეხმაროს კი არა, თავად არ არის აღიარებული. ამდენად, ეს არის მორიგი დაპირება იმისთვის, რომ სეპარატისტებს ჰქონდათ ილუზია,თითქოს ვიღაც ზრუნავს მათი საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაზე“,– დარწმუნებულიაგობრონიძე.

თავის მხრივ, სომეხი  პოლიტოლოგი გაგიკ ავაკიანი,  რომელიც ე.წ. “არცახის” დელეგაციის ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტს აფასებს, თვლის, რომ ამ “გეგმიური სამუშაო ვიზიტისგან არანაირ გარღვევას არ უნდა ველოდოთ” და რომ მის მიზანს მხოლოდ და მხოლოდ “მეგობრული ურთიერთობების განვითარების მზადყოფნის დემონსტრირება” წარმოადგენდა.

ამასთან, იგი ვერ ხედავს რისკს, მსგავსმა ურთიერთობებმა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში “არცახის” დელეგაციის ვიზიტმა, რომელიც ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2011 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი სამმხრივი (საქართველო, რუსეთი, შვეიცარია) სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა, დამატებითი პრობლემები შეუქმნას ოფიციალური ერევნის სწრაფვას,სომხეთის ე.წ. ბლოკადიდან გამოსაყვანად ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის გავლით  დამატებითი სატრანზიტო დერეფანი გაიხსნას:

– შეიქმნა განცდა, რომ ეს ვიზიტი, ცოტა არ იყოს, უდროო დროს ხორციელდება: ახლა, როცა სომხეთი აქტიურად იღწვის  სამხრეთ ოსეთის გავლით დამატებითი ტრანზიტის შესაქმნელად […], ხომ არ თვლით, რომ არ ღირდა მსგავსი ნაბიჯებით კიდევ ერთი საბაბის მიცემა “ტრანსკამის” გავლით ტრანზიტის გახსნის მოწინააღმდეგეთათვის? მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ არცახის დელეგაცია სამხრეთ ოსეთში სწორედ “ტრანსკამით”, ქვემო ზარამაგით [ოსური სახელწოდება] შემოვიდა?

– ამ ვიზიტს გამაღიზიანებელ ფაქტორად ის ძალები გამოიყენებენ, რომლებიც ტრანზიტს იმთავითვე ეწინააღმდეგებიან, ამდენად, ეს დამატებითი საბაბი ვერ იქნება. ტრანზიტს კი უპირველესად, არა ქართული საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება, არამედ თურქეთი და აზერბაიჯანი – როგორც სომხეთის ბლოკადის, ისე საქართველოს მარყუჟებში მოქცევის კუთხით. სხვა რომ არაფერი, ეს [ტრანზიტი] საქართველოსთვისაც დამატებითი ალტერნატივაა, რომელიც რომელიმე მის პრობლემას არანაირად არ ამწვავებს. ანუ, პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ტრანზიტი მათ არ გააღრმავებს».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამოიყენება 
accent.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.